გვანცა ჯიშკარიანი: View larger
გვანცა ჯიშკარიანი:

გვანცა ჯიშკარიანი: მიწისქვეშა ვარკსვლავთცვენა

= დეტალები =

თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდი მოხარულია წარმოგიდგინოთ გვანცა ჯიშკარიანის პროექტი: „მიწისქვეშა ვარკსვლავთცვენა“, რომელიც 2026-ის საპროექტო განაცხადებიდან ერთ-ერთ გამარჯვებულია.

ნამუშევარი წარმოადგენს ვაკის პარკის მიწისქვეშა გადასასვლელის ცენტრალური წრიული სივრცისთვის შექმნილ მოზაიკურ პანორამას. პროექტი ეყრდნობა მოზაიკის, როგორც საჯარო ხელოვნების ისტორიულ ტრადიციას, თუმცა მის თანამედროვე ინტერპრეტაციას გვთავაზობს - ემოციურ და დასამახსოვრებელ გამოცდილებას - ერთგვარ თანამედროვე ურბანულ ზღაპარს.



გვანცა ჯიშკარიანი მულტიმედიური მხატვარი და კურატორია. მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი და შემოქმედებითი მედიაციის სამაგისტრო პროგრამა CCA-Tbilisi-ში. მისი პრაქტიკა შთაგონებულია ქართული კულტურული მემკვიდრეობით, საჯარო ხელოვნებითა და ტრადიციული რეწვის ისტორიით. მისი ნამუშევრები იკვლევს კოლექტიურ გამოცდილებასა და პირად ნარატივებს, ხშირად იუმორისა და ფანტაზიის ენით. 

ხელოვანი ხშირად იფინება როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ, მათ შორის ნიუ-იორკში, ლონდონში, ბრიუსელში, ვენაში, მიუნხენში, ციურიხში, პარიზსა და სხვა ქალაქებში. იგი არის CICA Vancouver Emerging & Mid-Career Art Award-ის (2025) და Prince Claus Foundation Seed Award-ის (2021) ლაურეატი, Forbes 30 Under 30-ის (2020) წევრი, ასევე მიღებული აქვს არაერთი საერთაშორისო ჯილდო და სარეზიდენციო გრანტი.