= დეტალები =
თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდს მრავალფეროვანი და დატვირთული საგანმანათლებლო პროგრამა აქვს. მიმართულების მიზანი ქალაქის საგანმანათლებლო და კულტურულ დაწესებულებებთან, ხელოვნების მასწავლებლებთან, კულტურის სხვადასხვა თაობის მუშაკებთან, დამოუკიდებელ ინიციატივებსა და ქალაქის სამეზობლოებთან თანამშრომლობა, ახალი კავშირების გაჩენა და ამ ურთიერთობების განმტკიცებაა.
პროგრამის ფარგლებში ჩატარებული საგანმანათლებლო შემოქმედებითი ღონისძიებები ძირითადად მჭიდროდაა დაკავშირებული ფონდის მიერ განხორციელებულ პროექტებთან. ნამუშევრების რუკის მიხედვით შეხვედრები იმართება თბილისის სხვადასხვა უბნის საჯარო სივრცეებსა და დაწესებულებებში. ღონისძიებები ერთი მხრივ, გამარჯვებული პროექტების უკეთ გაცნობასა და განხილვას ემსახურება, მეორე მხრივ, კი, მათ დამოუკიდებელი საგანმანათლებლო ფუნქცია გააჩნიათ.
საგანმანათლებლო პროექტები, რომელიც სხვადასხვა დარგის მკვლევარებთან, კურატორებთან და ავტორებთან ერთად უშავდება განკუთვნილია, როგორც სკოლამდელი და სასკოლო ასაკის მოზარდებისთვის - ასევე საუნივერსიტეტო საფეხურისა და
სფეროს პროფესიონალებისთვის.
განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ქალაქს და მისთვის მნიშვნელოვან საკითხებს - საჯარო ინფრასტრუქტურას, ტრანსპორტს, პროფესიულ და მხატვრულ ლიტერატურას, არქიტექტურას.
ფორმალურ და არაფორმალურ საგანმანათლებლო სივრცეებში საჯარო ხელოვნებაზე მსჯელობისა და დისკუსიის წახალისების გარდა, ფონდის საგანმანათლებლო პროგრამაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალაქის და ხელოვნების შესახებ ლიტერატურის გავრცელება და თარგმნა.