თათია ღვინერია: „მივდიოდი მწვანე მინდორში როგორც წითელი ყაყაჩო“, ნათელა გრიგალაშვილის  ფოტოგრაფიის შესახებ View larger
თათია ღვინერია: „მივდიოდი მწვანე მინდორში როგორც წითელი ყაყაჩო“, ნათელა გრიგალაშვილის  ფოტოგრაფიის შესახებ

თათია ღვინერია: „მივდიოდი მწვანე მინდორში როგორც წითელი ყაყაჩო“, ნათელა გრიგალაშვილის ფოტოგრაფიის შესახებ

= დეტალები =


 მას შემდეგ, რაც ფოტოგრაფიის აღმოჩენამ, გარკვეულწილად, ფერწერის  მრავალსაუკუნოვანი ამოცანები გადაიბარა, ბევრი დრო გავიდა...  ფოტოგრაფიამ, როგორც ახალმა მედიუმმათითქოსდა გაათავისუფლა ფერწერა ტრადიციული ვალდებულებისგან და მას ახალი მხატვრული დატვირთვაც შესძინაშემდგომ კი, თვით ფოტოგრაფიამაც განიცადა ტრანსფორმაცია, თუმცა, მთავარი ამოცანარეალობის დანახვისაარ შეცვლილა

ნათელა გრიგალაშვილის ფოტოები, პირველად მრავალი წლის წინათ ვნახე და ის ემოცია, უფრო ზუსტად კი, ძლიერი განცდა, რაც ამ ნამუშევრებიდან მივიღე, დღემდე არ შემცვლია. არ შეცვლილა არც ჩემი დამოკიდებულება და არც ნათელა გრიგალაშვილის ფოტოგრაფიას დაუკარგავს ძლიერი ემოციური ზემოქმედება მნახველზე. მეტიც, რაც უფრო მეტ ფოტოს იღებს, მით უფრო მეტად ამჟღავნებს ძლიერ, ღრმა და ფუნდამენტურ თვისებას ისეთი რეალობის დანახვისა, რომელიც უხილავ, დაფარულ ემოციებს აღძრავს და ძალზე რეალისტური, სიუჟეტური ასახვითა და თითქოსდა ჯადოსნური მხატვრული ხერხებით, მნახველს უბიძგებს წამით შეჩერდეს და დაფიქრდეს. ფოტოებიდან მიღებული ემოცია კი არასოდეს სტოვებს შენს გონებას. მისი ნამუშევრები, არასდროს გავიწყდება და ერთხელ ნახვის მერეც კი ათასიდან შეგიძლია მათი გამორჩევა (1).

ნათელა გრიგალაშვილი, უხილავი საქართველო, ბილბორდები ქალაქში, 2025

ნათელა გრიგალაშვილის შემოქმედება, ერთ-ერთ ყველაზე ფუნდამენტურ კითხვას წამოჭრის თანამედროვე ფოტოგრაფიის თეორიაში: თუ სად მთავრდება რეალობის დოკუმენტური ასახვა და სად იწყნება ხელოვნება? შეუძლია კი, დოკუმენტურ ფოტოგრაფიას, ხელოვნების სიმაღლემდე ასვლა? ფოტოგრაფია, როგორც ობიექტური მემატიანე, აღბეჭდავს ფაქტებს, რომლებიც, ინტერპრეტაციის გარეშე, უბრალოდ რეალობის სარკეს წარომადგენს. ფოტოგრაფია, როგორც ხელოვნება კი სუბიექტური, ემოციური, პოეტური გზით გაიაზრებს საყმაროს. არის კი შესაძლებელი ამ  ზღვარის შემცირება ან მისი სრულიად წაშლა

ნათელა გრიგალაშვილის ნამუშევრები, არამხოლოდ ზღვარზეა, არამედ აქრობს კიდეც ასეთ მოცემულობას. მისი კადრები, სოფლებში, გზებზე, ეზოებსა და სახლებში გადაღებული, მართლაც რომ  რეალობის ფრაგმენტულად დაჭრილი, დროში გაჩერებული (და არა გაყინული) ეპიზოდებია. თუმცა, ფოტოგრაფი რაღაც მაგიური ძალით, გვიჩვენებს არამხოლოდ რეალურ ფაქტებს, არამედ პერსონაჟისა და გარემოს, წარსულისა და აწმყოსცნობიერისა და ქვეცნობიერის თანაარსებობას. დაგვანახებს თითოეული პერსონაჟის, თემისა და გარემოს ბიოგრაფიას, გვიყვება მათ ტრადიციებზე, ცხოვრების სტილზე, სურვილებსა თუ ტკივილზე, თუმცა, იმგვარად, რომ არასდროს განსჯის მათ, პირიქით, უდიდესი ადამიანური სიყვარულით ასახავს მათ ნამდვილ, ბუნებირვ სახეს.   ეს არის დოკუმენტური სინამდვილის მაქსიმალური ტოლერანტობით ასახვა.

კიდევ ერთი ძალზე მნიშვნელოვანი ასპექტი, ნათელა გრიგალაშვილის ნამუშევრების გააზრებისათვის არის  შუქწერა (2)ავტორი, სწორედ კომპოზიციური გააზრებისბუნებრივი შუქის ოსტატურად ფლობისა და ინდივიდუალური ინტუიციის  საშუალებით სცილდება მხოლოდ კადრის მექანიკურ ფიქსაციას. ნამუშევრებში ქრება ზღვარი ფოტოგრაფიასა და ფერწერას შორის, რადგან აქ ერთდროულად მუშაობს ვიზუალურად წაკითხული, რეალურადაღქმადიდა ემოციურად ნაგრძნობი განზომილებები (3).

ნათელა გრიგალაშვილი, უხილავი საქართველო, ბილბორდები ქალაქში, 2025

ალბათ, სწორედ ამიტომაც არის, რომ გრიგალაშვილის ფოტოგრაფია, ერთის მხრივ სრულად ინარჩუნებს ამბის თხრობას, მაგრამ, ამავდროულად, შემოაქვს ფერწერის კომპოზიციური ლოგიკა, რაც სივრცითი სიღრმის გააზრებით, სინათლის დრამატული თამაშით, ფორმისა თუ ფერის ზუსტი შეგრძნებისა და ინდივიდუალური ემოციური დატვრთვით  ფერწერის სიმაღლემდე ადის. ალბათ, ამიტომაც არის, რომ მის ფოტოგრაფიაში ხედავ უფრო მეტს, ვიდრე ასახულია. მეტიც, ხედვასთან ერთად გრძნობ კიდეც, ხმებს, სურნელს.

ნათელა გრიგალაშვილის ფოტოგრაფიაში ყველგან იგრძნობა ავტორისეული ხმა - ქალის, შვილისა თუ დედის, რომელიც, ხშირად, ობიექტივის საშუალებით ცვლის საკუთარ როლებს და საკუთარ გმირებს ხედავს ხან როგორც შვილი, ხან როგორც დედა, ხან როგორც ქალი. თუმცა, ამ ტრანსფორმაციის მიუხედავად, ის არასდროს  ლახავს უხილავ ზღვარს საკუთარ თავსა და გარემოს შორის. ის ყოველთვის პატივს სცემს  ადამიანს (პორტრეტები და სიუჟეტური კომპოზიციები) და ასევე ყოველთვის გვიჩვენებს საკუთარ როლშეცვლილ ხმას (ლანდშაფტები). 

ნათელა გრიგალაშვილის კამერა არ შლის, არ ცვლის სოციალურ სინამდვილეს ესთეტიკური ეფექტის სანაცვლოდ. ის საოცრად მართალი ფოტოგრაფია, თუმცა, ამავდროულად, ყოველთვის შეგახსენებს ჩვენს გვერდით დარჩენილი სამყაროს იმ უხილავ ხიბლსსადაც შესაძლებელია მწვანე მინდორზე თავი იგრძნო როგორც  წითელმა ყაყაჩომ... 

თანამედროვე ურბანული ქალაქი დღეს აქტიური, ქაოტური და საკმაოდ რთული მოცემულობაა, რომლის კომპლექსურობაცმეტწილად ვიზუალური კონკურენციითაც არის განპირობებული. შეიძლება ითქვას, ვიზუალური ძალადობა მომხმარებელზე ხშირად მარკეტინგული გათვლების საზღვრებს სცდება. უსასრულოდ განფენილი რეკლამები და შენობათა ფასადების სრულად ათვისება კარგად აჩვენებს ამ ერთგვარ ზეწოლასა და დაუყოვნებელი დაპყრობის  მცდელობას. რეკლამა მუდმივად ცდილობს მზერის მითვისებას, ემოციების მყისიერ პროვოცირებასა და ადამიანთა სურვილების მართვას. სწორედ ამ კონტექსტში, სარეკლამო ბილბორდებზე ვიზუალური ხელოვნებისა და, ამ შემთხვევაში, ნათელა გრიგალაშვილის ექსპოზიციის წარდგენა, სრულიად საპირისპირო შთაბეჭდილებასა და ემოციას იწვევს მნახველში

ამ თვალსაზრისით წარმოდგენილი პროექტი - “უხილავი საქართველო“, არამხოლოდ სოციალური, არამედ კულტურულ ფასეულობასაც იძენს, რადგან ის წამიერად შეაყოვნებს ქალაქის გიჟურსა და ქაოტურ რიტმს და მაყურებელს უხილავი საქართველოს შემეცნებისკენ უხმობს

ნათელა გრიგალაშვილი, უხილავი საქართველო, ბილბორდები ქალაქში, 2025

1. Susan Sontag, On Photography (New York: Farrar, Straus and Giroux, 1977), 44.

2. ეს ტერმინი ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში პირველად ნათია წულუკიძის სადისერტაციო ნაშრომში გვხვდება - „ქართული ფოტოკონცეფტუალური ხელოვნება“, თბილისი, 2011, გვ. 23 

3. როლანდ ბარტისეული გაგებით Studium და Punctum. Roland Barthes, Camera Lucida: Reflections on Photography, trans. Richard Howard (New York: Hill and Wang, 1981), p. 26.

თათია ღვინერია (.1981) - თბილისში მოღვაწე ხელოვნებათმცოდნე და კულტურული მემკვიდრეობის ექსპერტია. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ხელოვნებათმცონეობის ფაკულტეტი 2003 წელს და ამჟამად იცავს დოქტორის ხარისხს იმავე ინსტიტუციაში. მიღებული აქვს მონაწილეობა არაერთ მნიშვნელოვან კვლევაში, მათ შორის - „კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტის გეგმა“, EBRD, „გორის ციხე. ვიზიტორთა ინფრასტრუქტურის პროექტის კონცეფცია“, USAID, ქუთაისის გენერალური გეგმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, „საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის მხარდაჭერა ისტორიული საფორტიფიკაციო უბნების დაცვისა და განვითარების პერსპექტივები“, UNDP, „რესტავრაციის კონცეფცია .ფიროსმანის ქუჩა, . კარგარეთელის ქუჩა, . აღმაშენებლის და ზაარბრიუკენის გამზირი, „მშრალი ხიდიდა ორბელიანის მოედანი“, . თბილისის მერია, „კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები ბათუმში“, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო. მისი კურატორობით მოწყობილა გამოფენებიფიროსმანი წინანდალში“, „ერთხელ ჰოლანდიაში - პიტ მონდრიანი“, „სალვადორ დალი წინანდალში“ Silkroad Group. მისი ავტორობით გამოქვეყნებულა არაერთი სტატია, მათ შორის, „თბილისის სახლის უცნობი ისტორია“ Coup de Fouet, 2021, „შავი ფონიდან გამოძერწილი სამყარო“, NATIONAL GEOGRAPHIC საქართველო.