კადრიდან ამბამდე: ვიზუალური თხრობის ენა View larger
კადრიდან ამბამდე: ვიზუალური თხრობის ენა

კადრიდან ამბამდე: ვიზუალური თხრობის ენა

= დეტალები =

თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში საჯარო სკოლებში გაიმართება პრაქტიკული ვორქშოპები დოკუმენტურ კინოში.

პროექტის მიზანია მოსწავლეებს დაეხმაროს ვიზუალური აზროვნების განვითარებაში. ვორქშოპის ფარგლებში ახალგაზრდები შეისწავლიან გარემოზე დაკვირვების ხელოვნებას და იმ ხერხებს, რომელთა საშუალებითაც ყოველდღიური ამბები დოკუმენტურ კადრებად იქცევა. მონაწილეები გაეცნობიან კინოოპერატორისა და რეჟისორის მუშაობის სპეციფიკას: კადრის კომპოზიციას, სინათლესა და ამბის თხრობის ტექნიკას.

სამუშაო შეხვედრები მოსწავლეებს საშუალებას მისცემს, საკუთარი უბანი ახალი რაკურსით დაინახონ, აღმოაჩინონ საინტერესო გმირები და თავადვე შექმნან მოკლე ვიზუალური ისტორიები.

ვორქშოპს გაუძღვება კინოოპერატორი და ფოტოგრაფი სანდრო ხუციშვილი, რომელიც მონაწილეებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს და დაეხმარება მათ რეალობის შემოქმედებითად ასახვაში.

ვორქშოპის ხანგრძლივობა: 1 საათი ან 1:30 

მონაწილეთა ასაკი: ვორქშოპი გათვლილია 13-დან 18 წლის ასაკის მოზარდებზე

მონაწილეების რაოდენობა: ვორქშოპი გათვლილია მინიმუმ 10 - მაქსიმუმ 20 მოსწავლეზე

სანდრო ხუციშვილი - ფოტოგრაფი და კინემატოგრაფი. დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, მხატვრული კინოს რეჟისურის სპეციალობით. ამჟამად თანამშრომლობს წამყვან კინო და სარეკლამო კომპანიებთან, პარალელურად კი მუშაობს პერსონალურ ფოტო და კინოპროექტებზე. მისი შემოქმედებითი ინტერესის სფეროს ყოველდღიური, ერთი შეხედვით ბანალური მომენტების დოკუმენტირება და მათი ვიზუალურ ნარატივად გარდასახვა წარმოადგენს. სანდროსთვის შთაგონების მთავარი წყარო ურბანული დაკვირვება და მოგზაურობაა, რაც მის ნამუშევრებში მცირე ისტორიების კინემატოგრაფიული სიზუსტით ასახვაში ვლინდება.