ქალაქის ნარატივები: ფოტო-ტური ნათელა გრიგალაშვილთან ერთად View larger
ქალაქის ნარატივები: ფოტო-ტური ნათელა გრიგალაშვილთან ერთად

ქალაქის ნარატივები: ფოტო-ტური ნათელა გრიგალაშვილთან ერთად

= დეტალები =

თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გაიმართება ფოტო გასეირნება, რომელსაც უხელმძღვანელებს დოკუმენტური ფოტოგრაფი ნათელა გრიგალაშვილი.

ეს არ არის კლასიკური ვორქშოპი „საინტერესო ადგილების“ გადასაღებად. ღონისძიების მთავარი ფოკუსი არის ქალაქი, როგორც ცოცხალი ორგანიზმი, ადამიანებით, ყოველდღიური სცენებითა და იმ მცირე დეტალებით, რომლებიც ხშირად შეუმჩნეველი რჩება.

თბილისის სხვადასხვა სივრცეში მოძრაობისას, აქცენტი გადატანილი იქნება დაკვირვებაზე: მომენტის დაჭერა, ბუნებრივი სიტუაციების შემჩნევა და მათი ფოტოდ გარდასახვა. ტექნიკური პარამეტრების ნაცვლად, მთავარი ყურადღება „დოკუმენტურ ხედვას“ დაეთმობა - იმას, თუ როგორ აღვიქვამთ გარემოს და როგორ ვარჩევთ კადრს.

გასეირნების დროს მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ უშუალო უკუკავშირი, დასვან კითხვები და სცადონ მუშაობა რეალურ გარემოში, სადაც გადაღება ყოველთვის გარკვეულ სირთულეებსაც მოიცავს: მოძრაობას, ადამიანებთან ურთიერთობას, გაუთვალისწინებელ სიტუაციებს.

პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვისაც აინტერესებს ფოტოგრაფია და სურს უკეთ გაიგოს, თუ როგორ შეიძლება ქალაქში მუშაობა ყოველდღიურ ცხოვრებაზე დაკვირვებით და ამისგან ვიზუალური ისტორიის შექმნა.

  • 2 მაისი, 16:00 | ძველი თბილისი (შავთელის ქუჩა 13, გაბრიაძის თეატრის წინ)
  • 16 მაისი, 16:00 | გლდანი (ო. ხიზანიშვილის ქუჩა 15)

ნათელა გრიგალაშვილი (დ. 1965, საქართველო) — თვითნასწავლი დოკუმენტური ფოტოგრაფია. მისი ობიექტივის ფოკუსში, ძირითადად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონები ექცევა. ხელოვანი განსაკუთრებული მგრძნობელობითა და სიფაქიზით ასახავს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას, ტრადიციებსა და წესებს. ამასთანავე, უნებლიედ, გარდამტეხი სოციალურ-კულტურულ ცვლილებების მემატიანე გამოდის.

ნათელა გრიგალაშვილის შემოქმედება იფინება როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში. დაჯილდოებულია ალექსანდრე როინიშვილის პრემიით, 2023 წელს კი „Leica Oskar Barnack Award“-ის ფინალისტთა სიაში მოხვდა. მისი ფოტოები გამოქვეყნებულია ისეთ გამოცემებში, როგორებიცაა: The New York Times, National Geographic, Der Spiegel, Stern, და სხვ.