o
თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდი სიამოვნებით წარმოგიდგინთ მკვლევარ ინა ჩარკვიანისა და ლია არაბიძის მოხსენებას ‘ქალები ძეგლებში’.
როგორ მონაწილეობენ ქანდაკებები ჩვენს ყოველდღიურობაში და მონაწილეობენ თუ არა?
ინა ჩარკვიანი და ლია არაბიძე თბილისის საჯარო სივრცეში ქალების სკულპტურებთან შეხვედრის შესახებ ისაუბრებენ. აკვირდებიან ქანდაკებასთან შეხვედრის გამოცდილებას ქალაქში ყოველდღიური გადაადგილებისას და ეცდებიან აუდიტორიის ჩართულობით გამოვიწვიოთ დისკუსია.
ინა ჩარკვიანმა თბილისის საჯარო სივრცეში ქალის სკულპტურები იკვლია. ლია და ინა საოჯახო და ზრუნვის მშრომელების პროფკავშირის თანადამფუძნებლები არიან.
დასწრება თავისუფალია
ინა ჩარკვიანი საოჯახო და ზრუნვის მშრომელების ასოციაციის და პროფკავშირის თანადამფუძნებელი და თავმჯდომარეა. ხუთ წელზე მეტია მუშაობს და იკვლევს ზრუნვის შრომას, ზრუნვის ეკონომიკას და ქალთა და სოციალური დაცვის პოლიტიკას; დაინტერესებულია შრომის და ხელოვნების ურთიერთმიმართების საკითხებით და არის საოჯახო მშრომელთა ფესტივალის “უხილავი შრომა-უხილავი ხელოვნება” თანაავტორი და ორგანიზატორი. იგი სწავლობდა ეკონომიკას, მედიას და კომუნიკაციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტსა და ლონდონის სამეფო კოლეჯში.