ზურა ჯიშკარიანი: ჰაფეზის ვარდი პრუდონის ვაზაში: ლოცმანის წიგნაკი View larger
ზურა ჯიშკარიანი: ჰაფეზის ვარდი პრუდონის ვაზაში: ლოცმანის წიგნაკი

ზურა ჯიშკარიანი: ჰაფეზის ვარდი პრუდონის ვაზაში: ლოცმანის წიგნაკი

= დეტალები =

ესეში  “ჰაფეზის ვარდი პრუდონის ვაზაში: ლოცმანის წიგნაკი”  ზურა ჯიშკარიანი ყვება თავისი მრავალწლიანი ფსიქოგეოგრაფიული პრაქტიკის შესახებ. პრაქტიკა უზღვო ქალაქში ზღვის შემოყვანას, „ხრუშჩოვკებსშორის პორტების მშენებლობას და სხვა ფანტასმაგორიებს მოიცავს

 თბილისის საიდუმლო ოთახების რუკაზე, აღნიშნულია ყველა მისამართი, სადაც მოქალაქეებიშინაგან ემიგრაციაშიწავიდნენ. მაგრამ თუ შინაგანი ემიგრაციის მიზანი გაქცევაა, ჯიშკარიანი ცდილობსშიგნით წავიდესიმისთვის, რომ იქიდან ახალი ხედვით დაუბრუნდეს ქალაქს.

უმიზნო, შემთხვევითი თუ დაგეგმილი ხეტიალი მწერლისთვის ტრანსპორტიაქალაქის პოლიტიკურ და ეგზისტენციალურ არაცნობიერში შესაღწევად, აქტიური წარმოსახვა - ურბანული ჯადოქრობის ინსტრუმენტია, ერთერთი უმძლავრესი იარაღი, რომლის გარეშეც არსებულ რეალობაში ცვლილების ან ეჭვის შეტანა რთული და ზოგჯერ წარმოუდგენელია. დევნილობა გაგებულია როგორცნეგატიური საჩუქარიღვთისგან, ხოლო ტრანსფორმაცია, როგორცახალი თვალების დაყენება“. ხედვის კუთხის შეცვლით იერარქიების ამოყირავებაც ხდება შესაძლებელი.   

თბილისში ცხოვრების და  უბნიდან  უბანში გადაადგილების 23 წლის თავზე, ზურა თავის სხვადასხვა პროექტებს - გამოფენებს, ტექსტებს და საბინადრო გამოცდილებას შორის კავშირებს ამყარებს, მაგრამ ერთი შეხედვით ლოგიკური კავშირები და მათ მიერ შექმნილი ნარატივი, მიმართულია არა-ლოგიკურის, არა-ნარატიულის და [ბაზრის ენაზე] არა-პროდუქტიულისკენ. ეს თითქოს ჩიხია, თუმცა, მისი გადააზრებით ჩნდება სასწაულის შესაძლებლობა მწერალი ხაზს უსვამს, რომ ასეთია თბილისის პალიმფსესტი  - მრავალშრიანი, წინააღმდეგობრივი და ფანტასტიკური. სწორედ ასე ეძახდნენ ტფილისს პირველი რესპუბლიკის დროს -  “ფანტასტიკური ქალაქი”. 

ხილული თბილისის დაფარული თუ უხილავი პროცესები, შენობები და ბინები, “ფანტასტიკური ქალაქიქალაქში, არის წინააღმდეგობის ის ბარიკადი, რომლის ხაზი ყოველდღიურობას ჭრის ბევრ ფრაგმენტად, რომლებშიც მრავალი ასეული სხვა ქალაქი იმალება - ქალაქის ორეულები განსხვავებული ბედისწერით და ეფემერული ყოფით. ამ ეფემერულობაში თვლემს პოტენციური ქალაქი. ქალაქის ცოცხალ მოწმედ ყოფნას ცდილობს მწერალი.
რადგან ნათქვამია:
ჩვენ ჯერ არ ვართ თავისუფლანი, ზეცას ჯერ კიდევ ძალუძს დაგვემხოს თავზე.

ზურა ჯიშკარიანი: ჰაფეზის ვარდი პრუდონის ვაზაში: ლოცმანის წიგნაკი (ჩამოიწერეთ ტექსტი აქ


მწერალი და სოხუმის თვითაღიარებული მერი, ზურა ჯიშკარიანი 1985 წელს დაიბადა სოხუმში. 2003-2006 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტზე, 2024 წელს კი დაუბრუნდა უმაღლეს განათლებას ხარისხის დასაცავად. მისი ინტერესისა და კვლევის საგანი თავიდანვე იყო ენა და ენის საზღვრები. ენა როგორც საკომუნიკაციო საშუალება და ენა, როგორც ჩვენამდე მცხოვრებ ადამიანთა გამოცდილება.

პირველად საზოგადოებამ ზურა ჯიშკარიანი გაიცნო მუსიკალური პროექტიდან „Kung Fu Junkie“. ხელოვანის ინტერესი მოიცავდა მუსიკას როგორც ენას, მის შემოქმედებაში გვხვდება რამდენიმე სხვა პოპულარული ქართული მუსიკალური პროექტიც. არავერბალური ენის კვლევის მნიშვნელოვანი ეტაპი ექსპოჯორჯიაში იყო გამოფენილი, “ვინ დააწყნარებს ზღვების ხმაურს?”, 2017, ფესტივალი „SOU“, ჰაერში დაკიდებული გემი, რომელიც სენსორებით შავ ზღვას იყო დაკავშირებული და იქ ტალღების სიმძლავრის მიხედვით, აქ თბილისში გამოსცემდა ხმებს.

ჯიშკარიანი თანამედროვე ქართული ლიტერატურის გამორჩეული და განსხვავებული სახეა. განსაკუთრებულია მისი თხრობის სტილი და წერის მანერა. მისი პირველი რომანია „საღეჭი განთიადები - უშაქროდ“, რომელმაც 2017 წელს მიიღო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურული პრემია "წლის საუკეთესო რომანი" და 2018 წელს ლიტერატურული პრემია „საბა“ მიიღო, წლის საუკეთესო დებიუტის ნომინაციაში.

იგი აქტიურად მუშაობს მაღალტექნოლოგიურ პროექტებზე - ვიდეო თამაშებსა და ჩეტბოტებზე. მათ შორისაა „კიბერგალაკტიონი“ - გალაკტიონ ტაბიძის ჩეთბოტი, „Oraculum 0.1“ - ინტერაქტიული ინსტალაცია, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა, 2018. „ჩემი საქართველო”, 2023 - ვიდეო თამაში მოსწავლეებისთვის, „GRANELY”, 2024 ტექსტით აწყობილი ვიდეო თამაში.