ფილმის ჩვენება, მარტინ ქრიდი, Work in Progress View larger
ფილმის ჩვენება, მარტინ ქრიდი, Work in Progress

ფილმის ჩვენება, მარტინ ქრიდი, Work in Progress

= დეტალები =

კინოს სახლში ბრიტანელ ხელოვანთან – მარტინ ქრიდთან შეხვედრა და მისი ფილმის – Work in Progress (2025) ჩვენება შედგა.

წარმოდგენილი ნამუშევარი მარტინ ქრიდის პირველი სრულმეტრაჟიანია ფილმია. ამჯერად ხელოვანი მზერას შინაგანი სამყაროსკენ მიმართავს, გვიზიარებს პირად ისტორიებს, მოგონებებს და ამ მეტად პერსონალური გზის მეშვეობით, ადამიანის ინდივიდად ფორმირების გამოცდილებაზე მსჯელობს.

ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომლის ფარგლებშიც ფილმის შექმნის პროცესი, შთაგონების წყარო და სამომავლო განვითარების გეგმები იქნა განხილული.

მარტინ კრიდი (დ. 1968) — ბრიტანელი მხატვარი, მუსიკოსი და პრესტიჟული Turner Prize-ის 2001 წლის ლაურეატი უნიკალური ხელწერით გამოირჩევა, რომელიც სავსეა იუმორითა და განსაკუთრებული მგრძნობელობით.

მისი შემოქმედება, იქნება ეს ქანდაკება, ნეონის ინსტალაცია, მუსიკა, თუ პერფორმანსი, ყოველდღიური გამოცდილების განსხვავებულ, ფილოსოფიურ გააზრებას გვთავაზობს. მარტივი ჟესტებით კრიდი სამყაროს უფრო ახლოდან დაკვირვებისკენ მოგვიწოდებს და გვახსენებს, რომ ყველაზე პატარა დეტალსაც კი შეიძლება განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდეს.

მის მნიშვნელოვან ნამუშევრებს შორისაა „Work No. 227: The lights going on and off“, რომელმაც 2001 წელს საყოველთაო აღიარება მოუტანა; საჯარო ინტერვენცია „The Scotsman Steps“ და ნეონის ინსტალაცია „Everything Is Going to Be Alright“.

2012 წელს, ოლიმპიური თამაშებისთვის, ქრიდმა ინსტალაცია შექმნა და მთელი დიდი ბრიტანეთის მასშტაბით დაამონტაჟა ზარები. ისინი სინქრონულად რეკდნენ, რითაც კოლექტიური ზეიმის განწყობას ქმნიდნენ.