
სეზონის მოწვეული რედაქტორი ინტერდისციპლინური ხელოვანი თოლია ასტახიშვილია.
მეხსიერების, სივრცისა და ადამიანური მდგომარეობის გამოსაკვლევად, ფერწერის, ქანდაკების, ვიდეოარტის, ნაპოვნი მასალების და საყოფაცხოვრებო ნივთების გამოყენებით, არქიტექტურასთან ურთიერთქმედებით, თოლია მასშტაბურ ინსტალაციებს ქმნის.
მის მიერ შერჩეული ტექსტები ისეთივე მრავალფეროვანია, როგორც მისი შემოქმედება და მოიცავს როგორც მეცნიერულ, ისე მხატვრულ ლიტერატურას.
თოლია ასტახიშვილი:
“ჩრდილთა ქება” (In Praise of Shadows) ჯუნიჩირო ტანიძაკი
“ჩრდილთა ქება” (In Praise of Shadows) ქმნის გარემოს, სადაც ჩემი აზრები თან ისვენებენ და თან ინსპირაციას იღებენ.
ეს სპეციფიკური, დეტალების ამსახველი ნაწარმოები შესაძლოა პედანტური ეჩვენოს ადამიანს, მაგრამ ვფიქრობ რომ ქანდაკებაც ასე იქმნება, ასე დაწვრილებით, რომელსაც ყველა მხარე ჩამოყალიბებული აქვს ფიზიკურადაც და სულიერებით და სიყვარულითაც არის სავსე. ეს წიგნი გვაბრუნებს იმ სამყაროში სადაც იმ დანაკლისს განვიცდით, რაც ჩაანაცვლა ლამინატმა და მეტალო პლასტმასამ. სიტყვები არ მყოფნის იმდენის თქმა მინდა, მაგრამ ალბათ მაინც ყველას თავისი აზრი ექნება და ამიტომ ჯობია ნაკლები აღვწერო.
„მანქანა ჩერდება“, (The Machine Stops), ე.მ. ფორსტერი
წარმოუდგენელია, რომ ეს ნაწარმოები 1909 წელს დაიწერა, ისე ზედმიწევნით ასახავს დღევანდელობას.
გვაფიქრებს ყველაფერ იმ ძვირფასზე, რასაც ყოველ ჯერზე ვუშვებთ ხელიდან, როდესაც სოციალურ მედიაში და ვირტუალურ სამყაროში ვატარებთ დროს.
ეს ამონარიდი ჩემი აზრით ბევრ რამეზე მეტყველებს და იმედია ჩვენი ჩვევების გადახარისხებისკენ გვიბიძგებს.
„დავდიოდი, სანამ არ დავიღალე და ჩემში „ახლოსა“ და „შორის“ მნიშვნელობა აღდგა“.
„ახალბედა“ (Debiutante), ლეონორა ქერინგტონი
ლეონორა ქერინგტონის „ახალბედაში“ (Debiutante), განსაკუთრებით მომწონს ის, თუ როგორაა აღწერილი ბავშვის რეაქცია იძულებასთან დაკავშირებით.
"მეჯლისზე წასვლა ასე საძულველი რომ ყოფილიყო, ასეთ ნაბიჯს არაფრის ფასად გადავდგამდი" აღნიშნავს მთავარი პერსონაჟი.
მაცვიფრებს, რომ მწერალს უბრალოდ, განსაკუთრებული შემზადების გარეშე შეუძლია დაგატრიალოს და გაგრძნობინოს, რომ ხელოვნებაში ყველაფერი შესაძლებელია.
ედვარდ რელფის „ადგილი და უადგილობა“ (Place and Placelessness, Edward Relph), დევიდ სიმონი და ჯეიკობ სოუერსი
ადგილები, არსებითად, „სამყაროსთან ჩვენი უშუალო შეხების მრავალმნიშვნელოვანი ღერძები“ არიან (რელფი 1976, გვ. 141)
ამან დამაფიქრა რამდენად ჩვენ გვეკუთვნის ის ადგილი, სადაც ვცხოვრობთ, ოღონდ, ამავე დროს, რამდენი პასუხისმგებლობა შეიძლება გვქონდეს ამ ადგილთან, რა განსაზღვრავს ადგილს – მხოლოდ გეოგრაფიული მდებარეობა, თუ ჩვენი შექმნილი საზღვრები, ადათ-წესები და მისდამი მზრუნველობა.
ბევრ შეკითხვას ბადებს ეს ნაწარმოები.
ეს „სპეციფიკური ნიშნებით გამორჩეული ადგილების სასხვათაშორისო მოსპობა და მათი ერთგვაროვანი ლანდშაფტებით ჩანაცვლებაა, რასაც საფუძვლად ამა თუ იმ ადგილის მნიშვნელოვნებისადმი გულგრილობა უდევს“ (რელფი 1976, შესავალი).
ჯუნიჩირო ტანიძაკი, "ჩრდილთა ქება", თარგმნა ირაკლი ყოლბაიამ გრეგორი სტარის ინგლისური თარგმანის მიხედვით (ჩამოწერეთ ტექსტი აქ)
ე.მ ფორსტერი, "მანქანა გაჩერდება", თარგმნა ნინო ჩაჩავამ (ჩამოწერეთ ტექსტი აქ)
ლეონორა ქერინგტონი, "ახალბედა", თარგმნა ირაკლი ყოლბაიამ (ჩამოწერეთ ტექსტი აქ)
დევიდ სიმონი და ჯეიკობ სოუერსი, ედვარდ რელფის "ადგილი და უადგილობა“, თარგმნა ნინო ჩაჩავამ (ჩამოწერეთ ტექსტი აქ)
თოლია ასტახიშვილი (დ. 1974, თბილისი, საქართველო) მუშაობს და ცხოვრობს ბერლინსა და თბილისში. მისი ბოლოდროინდელი პერსონალური გამოფენებია “A wound on my plate, Emalin”, ლონდონი; “to love and devour”, Nicoletta Fiorucci Foundation, Venice (2025); “Result”, LC Queisser, Tbilisi; “between father and mother”, SculptureCenter, ნიუ-იორკი (2024); “The First Finger (chapter II)”, Haus am Waldsee, ბერლინი (2023); “The First Finger”, Bonner Kunstverein, ბონი (2023); “I Think It’s Closed”, Bielefelder Kunstverein, ბილეფელდი (2023).
მისი ნამუშევრები წარდგენილი იყო ჯგუფურ გამოფენებზე: MoMA PS1, ნიუ-იორკში (2025); 15th Kaunas Biennal, კაუნასში; Foundation Pernod Ricard, პარიზში (2025); MACRO Museum, რომში; LC Queisser, თბილისში; galerie frank elbaz, პარიზში; Condo Complex, ლონდონში (2024); Kunsthalle Zürich, ციურიხში; Emalin, ლონდონში; Molitor Gallery, ბერლინში; LC Queisser, თბილისში (2023); Shahin Zarinbal, ბერლინში; Felix Gaudlitz, ვენაში (2022); LC Queisser, თბილისში; Art Hub Copenhagen, კოპენჰაგენში; Räume für Kunst, კარპენში; Bonner Kunstverein, ბონში; Capitain Petzel Galerie, ბერლინში (2021); Goethe Institute Bulgaria / Earth and Man National Museum, სოფიაში; Malmö Konsthall, მალმოში (2019); Cabinet, ლონდონში (2018).