ანიმაციის ვორქშოპი, ჯიბის სტუდია View larger
ანიმაციის ვორქშოპი, ჯიბის სტუდია

ანიმაციის ვორქშოპი, ჯიბის სტუდია

= დეტალები =



მაისის თვეში - თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდის ორგანიზებით, აფხაზეთის N2, ვოვა ვეკუას სახელობის N3, ლემშვენიერას და სხვა საჯარო სკოლების მოსწავლეები „ჯიბის სტუდიას“ სტუმრობენ.

„ჯიბის სტუდიის“ გუნდი, ანა ჩუბინიძის ხელმძღვანელობით - თოჯინურ ანიმაციურ ფილმებს ქმნის. ასეთი ანიმაციების შესაქმნელად ყველა დეტალი: პერსონაჟები, დეკორაციები და ნივთები მხატვრების ხელით იქმნება და მუშავდება, შემდეგ კი, ფოტოკამერის წინ ცოცხლდება.

ვიზიტის ფარგლებში, მოსწავლეები „ჯიბის სტუდიის“ მიერ შექმნილი ანიმაციური ფილმებს იხილავენ, დაათვალიერებენ ხელნაკეთ თოჯინებს და დეკორაციებს. ასევე, გაეცნობიან თოჯინური ანიმაციის შექმნის ჯადოსნურ ტექნიკას და პროცესის ყველა ეტაპს, იდეიდან – გადაღებამდე.

დღის ბოლოს, ბავშვები შექმნიან საკუთარ პერსონაჟებს და მცირემასშტაბიან ანიმაციებს თავადვე გაიღებენ. ეს შემოქმედებითი გამოცდილება არა მხოლოდ ამდიდრებს მათ ფანტაზიას და ხელს უწყობს მოტორული უნარების განვითარებას, არამედ აღვიძებს ინტერესს ვიზუალური ხელოვნების პროფესიების მიმართ.
Tbilis Public Art fund © 2023 all rights reserved.
Tbilisi Public Art Fund © 2023 ყველა უფლება დაცულია.