ქართული პოეზია: გადაკითხვა View larger
ქართული პოეზია: გადაკითხვა

ქართული პოეზია: გადაკითხვა

= დეტალები =




პოეტ და მუსიკოს ერეკლე დეისაძის საავტორო ლექციების ციკლი „გადაკითხვა“ ჩაუტარდათ თბილისის საჯარო და კერძო სკოლების IX და X კლასის მოსწავლეებს.

"გადაკითხვა" ეხება მეოცე საუკუნის ქართველი პოეტების შემოქმედებას, რომელიც მიზნად ისახავს სკოლის მოსწავლეებში მხატვრული უნარების ამაღლებას და სასკოლო პროგრამის ახლებურად წაკითხვის შესაძლებლობას.

მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში ქართული პოეზიის ასპარეზზე გამოჩდნენ პოეტები,( ანა კალანდაძე, მუხრან მაჭავარიანი, მურმან ლებანიძე და ა.შ), რომლებმაც პოეზიაში ახალი სათქმელი, ფორმები და შინაარსი შემოიტანეს.



საზოგადოების მსგავსად პოეზიაც გადის ცვლილებების და გარდაქმნების გზას, რასაც თან ახლავს კულტურული წინააღმდეგობა და კონფლიქტი, რომელიც შინაარსის უკეთ გაგებაში გვეხმარება.

ლექციის მიზანია მოსწავლეებს ახალი პერსპექტივიდან დაანახოს ავტორები, რომლებსაც სასკოლო პროგრამაში ხვდებიან.

ლექციის ფინალი ინტერაქციულია და მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ მათი პერსპექტივა გამიზიარონ. "გადაკითხვაც" ამ მიზანს ემსახურება, ზედაპირული მოგზაურობით - ქართულ პოეზიაში, ახალი ენობრივი შრეების აღმოჩენას.

ლექციების შედეგად, შეიქმნება სხვა და სხვა სკოლის მოსწავლეებისა და ერეკლე დეისაძის ერთობლივი ნამუშევარი.