საუბარი ხელოვანთან: ზურა ჯიშკარიანი, ქეთი ჩართოლანი
= დეტალები =
ვარკეთილის მედიათეკაში გაიმართა შეხვედრა მწერალ ზურა ჯიშკარიანსა და ლიტერატურის მკვლევარ ქეთი ჩართოლანს შორის.
საუბარი დაეთმო თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდის კონკურსის გამარჯვებულ ნამუშევარს “მე ვნახე ქალაქი”. განხილული იყო იმპულსები და ასოციაციები, რომელიც ინსტალაციამ გააჩინა - ფსიქოგეოგრაფია, ლიტერატურა და ოცნებები სხვანაირ ქალაქზე.
პროექტის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის დააჭირეთ აქ.
თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდის ყველა ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.