>თათია ღვინერია: მიწისქვეშა ურბანისტიკის ძირითადი საკითხები, თბილისის მეტროპოლიტენის მაგალითზე
View larger
თათია ღვინერია: მიწისქვეშა ურბანისტიკის ძირითადი საკითხები, თბილისის მეტროპოლიტენის მაგალითზე
= დეტალები =
თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდი სიხარულით წარმოგიდგენთ ბიბლიოთეკის მიმართულებას, რომელიც ხელოვნებისა და ქალაქის შესახებ მხატვრულ და სამეცნიერო ტექსტებს გაგაცნობთ.
პირველი ნაშრომი თბილისის მეტროპოლიტენის კვლევას ეთმობა, რომლის ავტორიც ხელოვნების ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის მკვლევარი თათია ღვინერიაა.
მკვლევარი მიწისქვეშა ურბანისტიკის ძირითად საკითხებს თბილისის მეტროპოლიტენის მაგალითზე განიხილავს - მშენებლობის პოლიტიკურ წინაპირობებს, სატრანსპორტო ფუნქციას და ტექნიკურ პარამეტრებს, საზოგადოებრივი სივრცის მახასიათებლებს, არქიტექტურასა და საჯარო ხელოვნებას, ასევე მეტროპოლიტენის დღევანდელ მდგომარეობას. საბოლოოდ კი გზამკვლევი თითოეული მეტროსადგურის დეტალურ დახასიათებას გვთავაზობს.
ამგვარად თბილისის მეტროპოლიტენის კვლევა სატრანსპორტო, არქიტეტურული და საჯარო ხელოვნების განვითარების საინტერესო ისტორიას წარმოგვიდგენს და მეტროსადგურების, როგორც ქალაქის ისტორიული მეხსიერების უმნიშნველოვანესი ნაწილის შენარჩუნების აუცილებლობას გვახსენებს.