„ტყე სიზმარი” ბოტანიკურ ბაღსა და სკოლაში View larger
„ტყე სიზმარი” ბოტანიკურ ბაღსა და სკოლაში

„ტყე სიზმარი” ბოტანიკურ ბაღსა და სკოლაში

= დეტალები =





„ტყე სიზმარი” ბოტანიკურ ბაღსა და სკოლაში


მუსიკოსმა ნინო დავაძემ, რომელიც თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდის მიერ გამოცხადებული კონკურსის – „მეტრო რუსთაველი: ესკალატორი“ ერთ-ერთი გამარჯვებულია, ნამუშევრით – „ტყე სიზმარი“ №150 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სამუშაო შეხვედრების სერია გამართა.

მის ნამუშევარში ერთმანეთს ერწყმის ტყეებისა და დაცული ტერიტორიების, ჩიტების, მწერების, ბუნების ხმები. სმენის გამოცდილებასა და სხვადასხვა ხმის ჩანაწერების შეგროვებაზე ააგო მუსიკოსმა საგანმანათლებლო პროგრამაც, რომელიც თბილისის №150 საჯარო სკოლასა და თბილისის ბოტანიკურ ბაღში, საბაზო საფეხურის მოსწავლეებისთვის ჩატარდა.

სხვა სამუშაო შეხვედრების მსგავსად, მოსწავლეები მუსიკოსის ნამუშევრებს გაეცნენ, ამავე დროს კი ავტორის შემოქმედებითი მეთოდების შესწავლისა და გამოყენების შესაძლებლობაც მიეცათ.

სკოლის მუსიკის მასწავლებელთან და მუსიკოსთან ერთად, მოსწავლეებმა ყოველდღიურ სმენით გამოცდილებაზე, კონკრეტულ ხმებთან დაკავშირებულ ემოციებზე, ქალაქისა და ბუნების ხმების განსხვავებაზე ისაუბრეს.

პრაქტიკული სამუშაოებისთვის ბოტანიკური ბაღი შეირჩა, სადაც ჯგუფი, მთელი დღის განმავლობაში, ხმის მოსმენისა და ჩაწერის ტექნიკით იყო დაკავებული, სკოლაში დაბრუნების შემდეგ კი, საველე ჩანაწერებით, მოსწავლეებმა კომპოზიცია ააწყვეს.
საინტერესო გამოცდილებისა და კონკრეტული, შემოქმედებითი და ტექნიკური პრაქტიკის გამოცდის გარდა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კონკურსში გამარჯვებულ ხელოვანს, სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის ახალი კავშირების დამყარება და ერთობლივი, ექსპერიმენტული მუშაობა იყო.







Tbilis Public Art fund © 2023 all rights reserved.
Tbilisi Public Art Fund © 2023 ყველა უფლება დაცულია.