რეპრეზენტაციის სივრცეები - ქანდაკება სკოლის გზაზე View larger
რეპრეზენტაციის სივრცეები - ქანდაკება სკოლის გზაზე

რეპრეზენტაციის სივრცეები - ქანდაკება სკოლის გზაზე

= დეტალები =





რეპრეზენტაციის სივრცეები - ქანდაკება სკოლის გზაზე


თბილისი საჯარო ხელოვნების ფონდმა თბილისის №23 საჯარო სკოლის საბაზო საფეხურის მოსწავლეებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანი ქალაქში ნანახი ძეგლებისა და ხელოვნების სხვადასხვა ფორმების განხილვა იყო: ქანდაკებები რომლებიც მოგვწონს, რომლებსაც ბავშვობიდანვე ვუყურებთ და თვალი გვაქვს შეჩვეული; ახალი ქანდაკებები; წარწერები ქალაქში, მათი გაჩენის მიზეზები; სკოლის გარშემო, ან უფრო შორ მარშრუტებზე ნანახი, დასამახსოვრებელი კუთხეები.

შეხვედრაზე ვცადეთ, რომ ერთმანეთისთვის შეგვედარებინა ოფიციალური და არაოფიციალური ხელოვნების ნიმუშები, პირობები და გარემო, სადაც ხელოვნება იქმნება, ტექნიკური განხორციელების სირთულეები და იდეები, რომლებსაც ზოგჯერ მარტივად ვკითხულობთ, ზოგჯერ კი მათ გასაშიფრად დამატებითი გზამკვლევი გვჭირდება.

თბილისის და ყოველდღიური გამოცდილებების გარდა, განხილული იყო კოლონიური პერიოდის ქანდაკების რამდენიმე მაგალითი. ვისაუბრეთ სხვადასხვა ეპოქაში მათ ფუნქციასა და კრიტიკის საფუძველზე, წინააღმდეგობრივ და თავსმოხვეულ შინაარსებზე. ბოლოს კი დროისა და სივრცის ეს შრეები გიორგი ხანიაშვილის „დროის ნაწნავებს“ დავუკავშირეთ, ქანდაკებას, რომელიც სკოლასთან ახლოს, ზაარბრიუკენის მოედანზე, ფონდის კონკურსის შედეგად შეიქმნა.

შეხვედრების მიზანი არა უშუალოდ კონკრეტული ნამუშევრის შესახებ საუბარი და მისი ფორმალურად შეფასება, არამედ წინააღმდეგობრივ შინაარსებზე დაფიქრება და კრიტიკული მსჯელობის წახალისება, ქალაქის და საჯარო ხელოვნების შესახებ სადისკუსიო სივრცის აღმოჩენა, მოზარდების აზრისა და დამოკიდებულებების გაცნობა-გაზიარება იყო.


Tbilis Public Art fund © 2023 all rights reserved.
Tbilisi Public Art Fund © 2023 ყველა უფლება დაცულია.