71-ე სკოლა, ნატო ბაგრატიონი View larger
71-ე სკოლა, ნატო ბაგრატიონი

საჯარო სკოლა № 71, ნატო ბაგრატიონი

= დეტალები =





ყვავილები ყველასთვის ხელმისაწვდომია

 გლდანის 71-საჯარო სკოლა


თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდის კონკურსში
„საჯარო სივრცეში დროებითი პროექტების ხელშეწყობა, ქ. თბილისი, ა. გობრონიძის №1“ გამარჯვებულის პროექტის „ნატო ბაგრატიონი, ყვავილები ყველასთვის ხელმისაწვდომია“ ფარგლებში,ხელოვან ნატო ბაგრატიონთან ერთად, გასართობ-საგანმანათლებლო გაკვეთილების სერია ჩატარდა.

პროგრამის მიზანი გლდანის უბნის სასკოლო საზოგადოებისთვის მხატვრის ნამუშევრის შემოქმედებითი და საინტერპრეტაციო მუშაობის გზით გაცნობა, ამავდროულად კი დაწყებითი საფეხურის ხელოვნების გაკვეთილზე არაფორმალური განათლების მეთოდების შეტანა იყო.  


ნამუშევრის სათაურიდან გამომდინარე, სხვადასხვა სავარჯიშოებით, ყურადღება ყვავილებთან ურთიერთობის გამოცდილებებზე იყო გამახვილებული: ოთახის, აივნების, ეზოების, ტროტუარების და ქალაქის ყვავილებზე, ყვავილებზე, რომლებიც ქალაქში მოსიარულე ადამიანისთვისაც თავშესაფრად იქცევა.

შეხვედრის დასკვნითი, ყველაზე ხანგრძლივი ნაწილი პრაქტიკულ მუშაობას დაეთმო დაწყებითი კლასების მოსწავლეებთან ერთად, შერეული მასალით, ხელოვანმა ბაღები გააშენა.

შეხვედრებს სკოლის ვიზუალური ხელოვნების მასწავლებელიც ესწრებოდა, რადგან მიგვაჩნია, რომ მოსწავლეებთან მუშაობასთან ერთად, განსაკუთრებით საინტერესო და მნიშვნელოვანი პროგრამის შესახებ მასწავლებლებთან საუბარი, მათი აზრის, შეფასების მოსმენა და გამოცდილების გაზიარებაა.



Tbilis Public Art fund © 2023 all rights reserved.
Tbilisi Public Art Fund © 2023 ყველა უფლება დაცულია.