გიორგი ხანიაშვილი, ქსელი View larger
გიორგი ხანიაშვილი, ქსელი

გიორგი ხანიაშვილი, დროის ნაწნავები

giorgikhaniash

= დეტალები =







თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდი მოხარულია წარმოგიდგინოთ კონკურსში „საჯარო სივრცეში მუდმივი პროექტების ხელშეწყობა, ქ. თბილისი, ზაარბრიუკენის მოედანი“ გამარჯვებული პროექტი: გიორგი ხანიაშვილი „დროის ნაწნავები“, კურატორი ირინა პოპიაშვილი.


გიორგი ხანიაშვილის „დროის ნაწნავები” წარმოადგენს სამ მეტრამდე სიმაღლის ყვითელი ტუფის ქვაში გამოთლილ მონოლითურ ქანდაკებას. ქანდაკება გამოსახავს ქალის ფიგურას, რომელსაც თმები ტანზე აქვს შემოხვეული. ქალის სხეული მასზე დახვეული თმებითაა შეფუთული და ფეხებისკენ თმები ფესვების ფორმას იღებს.


ჩვენი შეხვედრა ანტიკურ კულტურასთან არგონავტების მითით, კერძოდ კი მედეას სახით იწყება. მოგვიანებით ელინისტური კულტურა ქრისტიანობის სახით შემობრუნდა ჩვენსკენ და ეს შეხვედრა ახლაგაზრდა ქალის თმის ნაწნავებით იყო შეკრული და გადაბმული. თმის ნაწნავები ვაზის ორნამენტად შემოერტყა არა მარტო ქვის ფასადებს, არამედ ვიზუალურ და შინაარსობრივ-მსოფლმხედველობრივ გარე სამყაროს, რომელშიც ჩვენი კულტურა ცხოვრობს.


მიუხედავად იმისა, რომ ქართული კულტურა ყოველთვის იყო ცივილიზაციათა გადაკვეთაზე აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ და ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ, ჩვენი შეხვედრა ანტიკურ კულტურასთან, განსაკუთრებით მის ქრისტიანულ ტრანსფორმაციასთან საკვანძო გამოდგა. მასთან დიალექტიკურ ურთიერთობაში ჩამოყალიბდა ჩვენი იდენტობა, რომელიც დღემდე განსაზღვრავს ქართულ კულტურას და მის სახეს.


გიორგი ხანიაშვილის ქანდაკება სწორედ ამ დიალექტიკურ ურთიერთქმედებათა რეფლექსიაა, რომელიც საბოლოო ჯამში ასეთ ჰიბრიდულ ფორმას იღებს, სადაც ანტიკური სახე და ელინისტური თმის ფორმა ნელნელა იშლება, ხოლო რაც უფრო უახლოვდება ტერფებს ფესვებად გადაიქცევა.
  

                                                                                              

ხელოვანის შესახებ: 

გიორგი ხანიაშვილმა თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი დაამთავრა. მან თავისი შემოქმედება ხეში შესრულებული რელიეფებით და ქანდაკებებით დაიწყო, მოგვიანებით მუშაობა გააგრძელა თიხაში, მეტალსა და ცემენტში შესრულებული ნამუშევრებით. აქტიურად იფინება 2013 წლიდან. 2018 წელს მონაწილეობდა ლიუბლიანას გრაფიკული ხელოვნების ბიენალეში და გამოფენილი იყო დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში. 2022 წელს „Slavs and Tatars“ ხელოვანთა კოლექტივთან ერთად გამოიფინა კუნსტჰალე თბილისის გამოფენაში ათინათის კულტურულ ცენტრში.





Tbilis Public Art fund © 2023 all rights reserved.
Tbilisi Public Art Fund © 2023 ყველა უფლება დაცულია.