გუდიაშვილის მოედანი №7/2: მულტიფუნქციური სახელოვნებო ცენტრი View larger
გუდიაშვილის მოედანი №7/2: მულტიფუნქციური სახელოვნებო ცენტრი

გუდიაშვილის მოედანი №7/2: მულტიფუნქციური სახელოვნებო ცენტრი

= დეტალები =

თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდი მოხარულია გაცნობოთ, რომ გამოვლინდა გუდიაშვილის მოედანზე, №7/2-ში მდებარე შენობის მულტიფუნქციური სახელოვნებო ცენტრის ინტერიერის კონცეფციისა და ფუნქციური გეგმარების შემუშავების კონკურსის გამარჯვებული.

დავით ბროდსკისა და შპს „თ-არქიტექტის“ მიერ წარმოდგენილმა საკონკურსო წინადადებამ მოწვეული ჟიურისგან უმაღლესი შეფასება დაიმსახურა. „შენობის სხვადასხვა სივრცის დაკავშირება, საზოგადოებრივი და სამუშაო ფუნქციების დაბალანსება და ისტორიული მასალების ხელახალი გამოყენება ერთიან საპროექტო მიდგომას აყალიბებს. შედეგად, შენობის მემკვიდრეობა არა მხოლოდ შენარჩუნებულია, არამედ გადააზრებულია, იძენს საჯარო ფუნქციას და ხდება ახალი საზოგადოებრივი ურთიერთობების საფუძველი.’ - დავით ბროდსკი, პროექტის ავტორი.

პროექტზე ასევე მუშაობდნენ: ანა ბაზერაშვილი, გიორგი გნილორიბოვი, თეო კახიძე, ზურაბ მიქაბერიძე, ანა ჩორგოლაშვილი, გრეგორი სოკოლინსკი. 

დავით ბროდსკი არის არქიტექტორი და ხელოვანი, რომელიც ცხოვრობს და მუშაობს თბილისში. მან განათლება ვენეციის IUAV უნივერსიტეტში მიიღო. ბროდსკის საქმიამობა მოიცავს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო პროექტებსა და სემინარებში მონაწილეობას. მისი არქიტექტურული პრაქტიკა საცხოვრებელი სახლებისა და ინტერიერების დაპროექტებასა და რეაბილიტაციას, მცირე მასშტაბის არქიტექტურულ ინსტალაციებსა და გამოფენის დიზაინს აერთიანებს. ბროდსკი თბილისის ქალაქგამოსახულების კვლევის ცენტრის „უბნის“ თანადამფუძნებელი და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორია.