
თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდი მოხარულია წარმოგიდგინოთ კონკურსი ქ. თბილისში, გუდიაშვილის მოედანზე №7/2-ში მდებარე შენობის (საკადასტრო კოდი: 01.18.03.052.001) მულტიფუნქციური სახელოვნებო ცენტრის ინტერიერის კონცეფციის, ფუნქციური გეგმარებისა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შემუშავებაზე.
პროექტის მიზანია ისტორიულ შენობაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მრავალფუნქციური სახელოვნებო ცენტრის შექმნა, რომელიც გააერთიანებს საგამოფენო და საგანმანათლებლო ფუნქციებს. პროექტი ითვალისწინებს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად აღჭურვილი საგამოფენო დარბაზების, სამკითხველო სივრცის, მრავალფუნქციური სახელოსნოს, ადმინისტრაციული ოფისების, სასაწყობე და საზოგადოებრივი დანიშნულების ზონების — კაფისა და მაღაზიის — მოწყობას.
ამასთანავე, შენობას შეუნარჩუნდება მისი ისტორიული ფუნქცია: ეროვნულ ბიბლიოთეკის №4 ფილიალის სრულფასოვანი განთავსება და წიგნის ფონდის დაცვა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სარდაფის სივრცეს, სადაც მოეწყობა არქეოლოგიური ექსპოზიცია, ხოლო დაგეგმარება უზრუნველყოფს არქეოლოგიური კვლევების გაგრძელების შესაძლებლობას საჭიროების შემთხვევაში. პროექტის მთავარი ამოცანაა ისტორიული შენობის ავთენტურობის შენარჩუნებით მისი თანამედროვე კულტურულ ცენტრად გარდაქმნა და ახალი ფუნქციების ჰარმონიული ინტეგრირება.
კონკურსის შესახებ სრულ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე:
http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=697688&lang=ge
2026 წლის 6 აგვისტოს, 20 აგვისტოსა და 10 სექტემბერს, 13:00-დან 15:00 საათამდე, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ შენობა და ადგილზე გაეცნონ მის არსებულ მდგომარეობას.
გთხოვთ, დასწრების სურვილი წინასწარ დააფიქსიროთ ელ. ფოსტაზე: info@tpa.fund.