მოწვეული რედაქტორი: ანი ჩორგოლაშვილი View larger
მოწვეული რედაქტორი: ანი ჩორგოლაშვილი

ანა ჩორგოლაშვილი

= დეტალები =

სეზონის მოწვეული რედაქტორი არქიტექტურის მკვლევარი და კურატორი ანა ჩორგოლაშვილია. 

"წინამდებარე სელექცია გთავაზობთ სამ ტექსტს, რომლებიც ქალაქის აღქმას, კონკრეტული ადგილის განცდასა და არქიტექტურულ გამოფენებს, როგორც ამ თემების შესაძლო მედიატორს, ეხება.

მიშელ დე სერტო და კრისტიან ნორბერგ-შულცი XX საუკუნის მეორე ნახევრის იმ მოაზროვნეთა რიცხვს მიეკუთვნებიან, რომლებმაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს ადგილის, ქალაქისა და არქიტექტურის გააზრებაზე. შეიძლება ითქვას, რომ მათ გარკვეულწილად შეცვალეს ამ ცნებების აღქმის პერსპექტივა. როგორც ნორბერგ-შულცი წერს: „უძველესი დროიდან genius loci, ანუ „ადგილის სული“, აღიარებული იყო იმ რეალობად, რომელსაც ადამიანი ყოველდღიურ ცხოვრებაში აწყდება და ეგუება. არქიტექტურა ნიშნავს genius loci-ს ვიზუალიზაციას, ხოლო არქიტექტორის ამოცანაა საზრისის მქონე ადგილების შექმნა, რითაც იგი ადამიანს ბინადრობაში ეხმარება.“

მიშელ დე სერტოს, კრისტიან ნორბერგ-შულცისა და მათი თანამედროვე მოაზროვნეების ფილოსოფიურმა, სემიოტიკურმა და ფენომენოლოგიურმა გააზრებებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა როგორც XX, ისე XXI საუკუნის არქიტექტურულ თეორიასა და პრაქტიკაზე.

ესტერ ჩოი თანამედროვე არქიტექტურის ისტორიკოსებს შორისაა, ვინც არქიტექტურას, წერასა და საგამოფენო პრაქტიკას ურთიერთდაკავშირებულ დისკურსებად განიხილავს. მისი ნაშრომები არქიტექტურული გამოფენის როლს, როგორც ინტერპრეტაციის, ცოდნის წარმოებისა და კრიტიკული რეფლექსიის მედიას, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს.

ვფიქრობ, ეს სელექცია ქართველი მკითხველისთვისაც საინტერესო იქნება, განსაკუთრებით ჩვენს ქალაქში მიმდინარე ურბანული და კულტურული პროცესების გათვალისწინებით."- ანა ჩორგოლაშვილი

ესთერ ჩოი, ინტერპრეტაცია, თარგმნა დავით ჩიხლაძემ (ჩამოწერეთ ტექსტი აქ)

კრისტიან ნორბერგ-შულცი, Genius Loci (ადგილის სული) არქიტექტურის ფენომენოლოგიისთვის, თარგმნა დავით ჩიხლაძემ (ჩამოწერეთ ტექსტი აქ)

მიშელ დე სერტო, ყოველდღიური ცხოვრების პრაქტიკა, The Practice of Everyday Life (Berkeley: University of California Press, 1984),  თარგმნა დავით ჩიხლაძემ (ჩამოწერეთ ტექსტი აქ)

ანა ჩორგოლაშვილი (დ. 1986, თბილისი) ხელოვნებათმცოდნე და კურატორია. თბილისის ქალაქგამოსახულების კვლევის ცენტრი „უბნის” და დამოუკიდებელი გამოცემა ,,დანართის” თანადამფუძნებელი. ანა თავის საქმიანობაში აერთიანებს კვლევას, კურატორულ საქმიანობას, გამომცემლობასა და რედაქტირებას; მისი ინტერდისციპლინარული მიდგომით, იგი არქიტექტურასა და ქალაქს განიხილავს როგორც ცოდნის მიღების, მრავალფეროვანი ინტერპრეტაციისა და  ფართო აუდიტორიასთან კომუნიკაციის საშუალებას.