
თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდი გეპატიჟებათ ნიკოლოზ ჯაფარიძის საჯარო ლექციაზე “არქიტექტურის საცავი". ლექციაზე განხილული იქნება არქიტექტურა, როგორც კონტექსტის, პრეცედენტისა და ექსპერიმენტაციის დინამიური სინთეზი - სადაც იდეები, ადგილი და ტესტირება იკვეთება თანმიმდევრული და გადაცემადი დიზაინის მეთოდოლოგიის შესაქმნელად.
დასწრება თავისუფალია.
ნიკოლოზ ჯაფარიძე დაიბადა 1974 წელს, ქალაქ თბილისში. სწავლობდა არქიტექტურას თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში და შემდეგ 1997 წელს დაამთავრა მოსკოვის არქიტექტურული ინსტიტუტი. მან სწავლა დელფტის ტექნიკურ უნივერსიტეტში და პარიზში განაგრძო. 2002 წელს საკუთარ არქიტექტურულ სტუდია AMC (არქიტექტურა, მუსიკა, კინემატოგრაფია) დაარსა. 2006 წლიდან ცხოვრობს ლონდონში, სადაც იმუშავა კომპანიებში: KPF და EPR Architects. შემდგომში, ის გახდა უფროსი არქიტექტორი OMA როტერდამის სათაო ოფისში, ხოლო 2010 წელს დააფუძნა Architects of Invention რისი კრეატიული დირექტორიცაა დღემდე. ნიკოლოზი არის RMIT-ის დოქტორანტი. ის არის ბრიტანეთის სამეფო არქიტექტურის ინსტიტუტის (RIBA) წევრი, და ფლობს ბრიტანელი არქიტექტორის წოდებას (ARB).