თბილისის სახელოვნებო ბაზრობა (TAF) 2026 View larger
თბილისის სახელოვნებო ბაზრობა (TAF) 2026

თბილისის სახელოვნებო ბაზრობა (TAF) 2026

= დეტალები =

თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდი მოხარულია წარმოგიდგინოთ ინსტიტუციის სტენდი, რომელიც არქიტექტორ დავით ბროდსკის მიერ არის შექმნილი. სტენდზე წარმოდგენილია ფონდის 2024–2026 წლების პროგრამის შეჯამება, მის ფარგლებში განხორციელებული პროექტები, ასევე მიმდინარე სიახლეები და ინიციატივები, რომლებიც წლის ბოლომდე განხორციელდება.

სტენდის დიზაინი შთაგონებული იყო შოთა იათაშვილის ლექსით "დიაგონალი", 2014.

დიაგონალი

როცა იცი, რომ წინ აღარ უნდა იყურებოდე

და არც უკან მიხედვაში დევს რამე აზრი,

გვერდით კი უკვე არავინ გიდგას,

სწორედ მაშინ გაგახსენებს ეს ცხოვრება,

რომ არსებობს დიაგონალიც.

2014