
რა არის ქსოვილი? რა ფუნქცია გააჩნია მას?
როგორ იქმნება ქსოვილის დიზაინი და რა მნიშვნელობის მატარებელია გამოსახულება და ფერი ქსოვილში?
ვორქშოფის დროს მოსწავლეები გაეცნობიან ქსოვილის ისტორიას, ქართული და სხვა ქვეყნების ქსოვილების ნიმუშებს (დეკორატიული, სამომხმარებოლო/ინდუსტრიული) და გაიგებენ მათზე გამოსახული მოტივების მნიშვნელობას და, ასევე, თუ რა როლს ასრულებს ფერი ქსოვილის დიზაინში და როგორ აძლიერებს მის იერსახესა და მიმზიდველობას.
ვორქშოფის დროს მოსწავლეები შეისწავლიან ქსოვილის ნახატის (რაპორტი) შექმნის პროცესს, თავად შექმნიან საკუთარ გამოსახულებებს და შეარჩევენ ფერს მხატვრული ქსოვილისთვის.
ქსოვილის მხატვრული ნიმუშები შეიქნება ქაღალდზე.
ნინო ქვირივიშვილი ქართველი ხელოვანია, რომელიც ძირითადად ტექსტილის ინსტალაციებზე მუშაობს. მისი შემოქმედება იკვლევს იმ ტრანსფორმაციის პროცესებსა და გზებს, რომლებითაც ისტორია მატერიალურ კულტურაში აისახება. აბსტრაქტული ვიზუალური ენისა და მრავალშრიანი კომპოზიციების მეშვეობით, იგი ვიზუალური ფორმებისა და ნარატივების ევოლუციას იკვლევს, რითაც თანამედროვე ხელოვნების კონტექსტში ტექსტილის ტრადიციულ ტექნიკებს ახლებურად განმარტავს.
მისი ნამუშევრები ხშირად იფინება, როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო მასშტაბით. ბოლო პერიოდის პერსონალურ გამოფენებს შორისაა: SIGNS (ჩეხეთის კულტურის ცენტრი, პარიზი), Industrial Narratives (მუზეუმი Wäschefabrik, ბილეფელდი), Pop-Up: Textiles (ტექსტილის მაღაზია, თბილისი) და „საბჭოთა ცისარტყელა: ტექსტილის მაღაზიიდან მუზეუმამდე“ (აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი, თბილისი).
ვორქშოპის ხანგრძლივობა: 1 საათი ან 1:30
მონაწილეთა ასაკი: ვორქშოპი გათვლილია 13-დან 18 წლის ასაკის მოზარდებზე
მონაწილეების რაოდენობა: ვორქშოპი გათვლილია მინიმუმ 10 - მაქსიმუმ 20 მოსწავლეზე