
თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდი მოხარულია მოგიწვიოთ ხელოვან გია რიგვავას საავტორო ლექციების სერიის მეორე შეხვედრაზე — 'საცნობი სახე'.
ლექციაზე განხილული იქნება:
• ხელოვნების, როგორც ცალკეულ, ავტონომიურ სფეროდ ჩამოყალიბების ხაზი — პლატონის არისტოტელისეული კრიტიკიდან დაწყებული, სახვითი ხელოვნების გზით, დღევანდელობამდე.
* რა განაპირობებდა სხვადასხვა დროში ხელოვნების შექმნა/კეთებას, შემოქმედებითი პრაქტიკების განვითარებას და შესაბამის ხილვადობის ფორმებს.
* დღეს როგორ არის არტიკულირებული ხელოვნების შექმნა/კეთების სახეობრიობა და მისი სპეციფიკური კავშირი ხილვადობის ფორმებთან.
* რა ამოცანების წინ აყენებს მოცემული ასპექტების დღევანდელი კონცეპტუალიზაცია თანამედროვე ხელოვნების ინსტიტუტებს, მათ შორის, ხელოვნების სკოლებსა და აკადემიას.
დასწრება თავისუფალია
მულტიმედია ხელოვანი გია რიგვავა (დ. 1956, თბილისი) მუშაობს ფერწერის, ვიდეოს, პერფორმანსისა და მედია-ხელოვნების განხრით. განათლება მიღებული აქვს მოსკოვის სახელმწიფო საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტსა (1978) და სურიკოვის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო ინსტიტუტში (1986).
1980–90-იანი წლებიდან გია რიგვავა აქტიურად მონაწილეობს პოსტსაბჭოთა სივრცის თანამედროვე ხელოვნების პროცესებში. მისი ადრეული ნამუშევრები ხშირად უკავშირდებოდა დამოუკიდებელ კინოსა და ექსპერიმენტულ მედიებს და ასახავდა სოციალური გარდაქმნებისა და კულტურული იდენტობის თემებს გარდამავალ ეპოქაში.
ხელოვანის ნამუშევრები გამოფენილა ისეთ მნიშვნელოვან ინსტიტუციებში, როგორიცაა ზაგრების თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, ბერლინის Kunsthistorisches Museum, პარიზის ნაციონალური გალერეა “Jeu de Paume”. რიგვავას შემოქმედებითი პრაქტიკა მხარდაჭერილი იყო არაერთი პრესტიჟული სტიპენდიისა და რეზიდენციის მიერ, მათ შორის - მოწვეული სწავლული გრანტი, კალიფორნიის უნივერსიტეტში (სან დიეგო), ასევე გრანტები იურგენ პონტოს ფონდისა და სოროსის ფონდისგან.
მისი ნამუშევრები შესულია თანამედროვე და ვიდეოხელოვნებისადმი მიძღვნილ მნიშვნელოვან პუბლიკაციებში: "Art in Europe 1990-2000." Skira editore, მილანი. 2002; ‘Fresh Cream’. Phaidon Press. 2000.
2006 წლიდან გია რიგვავა ცხოვრობს და მუშაობს ვენაში, სადაც აგრძელებს თანამედროვე ხელოვნების ენის, კულტურისა და აღქმის კვლევას სხვადასხვა მედიუმის საშუალებით.