
თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდი მოხარულია წარმოგიდგინოთ ხელოვან გია რიგვავას საატორო ლექციების სერია და პირველი შეხვედრა 'ხელოვნების ნამუᲨევრის ფასი'.
განხილული იქნება, თუ როგორ, როდის და რა პირობებᲨი მოხდა ხელოვნების ნამუᲨევრის ფასის Ჩამოყალიბება. როგორ და როდის მოხდა ხელოვნების ნამუᲨევრის Შექმნის, როგორც საქმიანობის, სხვა საქმიანობების რიგიდან გამოყოფა. რა ცვლილებები მოჰყვა ამ გამოყოფას და როგორ გაფორმდა ხელოვნების ნამუᲨევრის როგორც განსხვავებული, განსაკუთრებული პროდუქტის სახე Შეფასების Შესაბამის მექანიზმებთან ერთად. რას წარმოადგენს ხელოვნების ნამუᲨევრის ფასი დღეს - სად და როგორ ხდება მისი ფორმირება, ცვლილება და სტაბილიზაცია. რა როლი მიუძღვით სახელოვნებო სისტემის მთავარ ინსტიტუციებს ამ პროცესებᲨი.
დასწრება თავისუფალია
მულტიმედია ხელოვანი გია რიგვავა (დ. 1956, თბილისი) მუშაობს ფერწერის, ვიდეოს, პერფორმანსისა და მედია-ხელოვნების დარგში. განათლება მიღებული აქვს მოსკოვის სახელმწიფო საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტსა (1978) და სურიკოვის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო ინსტიტუტში (1986).
1980–90-იანი წლებიდან გია რიგვავა აქტიურად მონაწილეობს პოსტსაბჭოთა სივრცის თანამედროვე ხელოვნების პროცესებში. მისი ადრეული ნამუშევრები ხშირად უკავშირდებოდა დამოუკიდებელ კინოსა და ექსპერიმენტულ მედიებს და ასახავდა სოციალური გარდაქმნებისა და კულტურული იდენტობის თემებს გარდამავალ ეპოქაში.
მისი ნამუშევრები გამოფენილა ისეთ მნიშვნელოვან ინსტიტუციებში, როგორიცაა ზაგრების თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, ბერლინის Kunsthistorisches Museum, პარიზის ნაციონალური გალერეა “Jeu de Paume”. ხელოვანის შემოქმედებითი პრაქტიკა მხარდაჭერილი იყო არაერთი პრესტიჟული სტიპენდიისა და რეზიდენციის ფარგლებში, მათ შორის მოწვეული სწავლული კალიფორნიის უნივერსიტეტში (სან დიეგო), ასევე გრანტები იურგენ პონტოს ფონდისა და სოროსის ფონდისგან. მისი ნამუშევრები შესულია თანამედროვე და ვიდეოხელოვნებისადმი მიძღვნილ მნიშვნელოვან პუბლიკაციებში, მათ შორის ‘Art in Europe 1990-2000.’ Skira editore, მილანი. 2002; ‘Fresh Cream’. Phaidon Press. 2000. 2006 წლიდან გია რიგვავა ცხოვრობს და მუშაობს ვენაში, სადაც აგრძელებს თანამედროვე ხელოვნების ენის, კულტურისა და აღქმის კვლევას სხვადასხვა მედიუმის საშუალებით.