თავისუფალი ხატვა: სპორტის სასახლე View larger
თავისუფალი ხატვა: სპორტის სასახლე

თავისუფალი ხატვა: სპორტის სასახლე

= დეტალები =

სიხარულით გეპატიჟებით თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდის გრანდიოზულ ღონისძიებაზე - თავისუფალი ხატვის დღეზე:

21 დეკემბერს, 13:00-17:00 სთ-ზე

თბილისის სპორტის სასახლეში

მისამართი: საბურთალო, 26 მაისის მოედანი N1

დასწრება თავისუფალია!

თავისუფალი ხატვის დღეები თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდის საჯარო და საგანმანათლებლო პროგრამის ერთ-ერთი ყველაზე გასართობი და ცოცხალი ღონისძიებაა.

უზარმაზარი ტილო უბნის ყველა ასაკის ბავშვისა და მოზარდისთვის სახატავ ზედაპირად, ამავე დროს კი სამეზობლოების და უბნის სტუმრების თავშეყრის ადგილად იქცევა. ხატვის დღეებს, როგორც წესი, სხვადასხვა სახელოვნებო სტუდია უძღვება, თუმცა არა ხატვის გაკვეთილისთვის ჩვეული ინსტრუქციით, დავალების პირობით, ან მიმართულების ჩვენებით, არამედ სათამაშო მოედნის პრინციპზე დაფუძნებული თავისუფალი შემოქმედებითი პროცესით.

ხატვა უმნიშვნელოვანესია ბავშვების კოგნიტიური და ფსიქო-ემოციური განვითარებისთვის, წარმოსახვის გაძლიერებისთვის, მოტორული უნარების დახვეწისა და სივრცის აღქმის გაფაქიზებისთვის.

შემოქმედებითი პროცესის საჯარო სივრცეში გამოტანა, სახატავ ზედაპირზე მოკალათება, პირველ რიგში, სხვაგვარ ფიზიკურ გამოწვევას ქმნის ბავშვებისთვის და თამაშისა და ცნობისმოყვარეობის პრინციპით, აფართოებს შემოქმედებით გამოცდილებას. ამავდროულად, კოლექტიური და პარალელური ხატვა საჯარო სივრცის შესახებ ჯანსაღი წარმოდგენის შექმნასაც უწყობს ხელს – გაზიარების, ურთიერთკავშირის და შემოქმედების ყოველდღიურ აუცილებლობას.

დასწრება თავისუფალია!