ლექცია: დიმიტრი შევარდნაძე - ხელოვნების კურატორი View larger
ლექცია: დიმიტრი შევარდნაძე - ხელოვნების კურატორი

მოხსენება: დიმიტრი შევარდნაძე - ხელოვნების კურატორი

= დეტალები =

1 დეკემბერს ვაკის მედიათეკაში გაიმართება  ხელოვანისა და მკვლევარ მარიამ ნატროშვილის ლექცია “დიმიტრი შევარდნაძე: ხელოვნების კურატორი”. დასწრება თავისუფალია.

მარიამ ნატროშვილი არტისტი და მკვლევარია. დაიბადა 1987 წელს, ქალაქ თბილისში. განათლებით აღმოსავლეთმცოდნეა, ფლობს სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხს.

2011 წლიდან დეთუ ჯინჭარაძესთან ერთად საქმიანობს. მუშაობს შემდეგ მედიებში: სიტყვები – ტექსტზე დაფუძნებული ხელოვნება, ვიდეო, ინტერაქტიული პროგრამები და თამაშები; აგროვებს ზეპირ ისტორიებს. აინტერესებს მეხსიერების, დავიწყებისა და გაუჩინარების თემები. მეხსიერების კვლევისთვის ქალაქს, შენობებს, არქიტექტურას მიმართავს. აინტერესებს და აკვირდება, თუ როგორ აისახება პოლიტიკური და სოციალური ცვლილებები ქალაქსა და შენობებზე, შესაბამისად, საზოგადოებაზე.

მარიამის და დეთუს ნამუშევრები გამოფენილია სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებზე, მათ შორის: IDFA DocLab, Gwangju GMAP Facade Project, სინოპის ბიენალე, პორტოს ფოტორაფიის ბიენალე და ა.შ.

2022 წელს, მარიამ ნატროშვილის და დეთუ ჯინჭარაძის ნამუშევარი – „მე ვწუხვარ ბაღზე“ ვენეციის ბიენალეზე, საქართველოს ეროვნულ პავილიონში იყო წარმოდგენილი.

მარიამის და დეთუს სიტყვებს თბილისის და სხვა ქალაქების საჯარო სივრცეებში შეხვდებით.