= დეტალები =

ვაკის მედიათეკაში ნათელა გრიგალაშვილმა ისაუბრა საკუთარ შემოქმედებასა და თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდთან ერთად განხორციელებული პროექტის "უხილავი საქართველო" შესახებ. დასწრება თავისუფალია.
ნათელა გრიგალაშვილი (დ. 1965, საქართველო) — თვითნასწავლი დოკუმენტური ფოტოგრაფია. მისი ობიექტივის ფოკუსში, ძირითადად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონები ექცევა. ხელოვანი განსაკუთრებული მგრძნობელობითა და სიფაქიზით ასახავს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას, ტრადიციებსა და წესებს. ამასთანავე, უნებლიედ, გარდამტეხი სოციალურ-კულტურულ ცვლილებების მემატიანე გამოდის.
ნათელა გრიგალაშვილის შემოქმედება იფინება როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში. დაჯილდოებულია ალექსანდრე როინიშვილის პრემიით, 2023 წელს კი „Leica Oskar Barnack Award“-ის ფინალისტთა სიაში მოხვდა. მისი ფოტოები გამოქვეყნებულია ისეთ გამოცემებში, როგორებიცაა: The New York Times, National Geographic, Der Spiegel, Stern, და სხვ