მარიამ ნატროშვილი: დიმიტრი შევარდნაძე – ხელოვნების კურატორი View larger
მარიამ ნატროშვილი: დიმიტრი შევარდნაძე – ხელოვნების კურატორი

მარიამ ნატროშვილი: დიმიტრი შევარდნაძე – ხელოვნების კურატორი

= დეტალები =

100 წლის წინ ქართული ხელოვნებისთვის ყველა მნიშვნელოვან საქმეს დიმიტრი შევარდნაძე ხელმძღვანელობდა: 

ქართველ ხელოვანთა საზოგადოების დაარსება, გამოფენები „დიდების ტაძარში“, ეროვნული სამხატვრო გალერეის დაფუძნება, ხელოვნების მუზეუმის კოლექციის შექმნა, ხელოვნების მუზეუმის დასაწყისი – „მეტეხი“.

კვლევაში „დიმიტრი შევარდნაძე – ხელოვნების კურატორი“ მარიამ ნატროშვილი დიმიტრი შევარდნაძის საგამოფენო და სამუზეუმო საქმიანობაზე გვიამბობს.

ტექსტში საუკუნის წინანდელ ტფილისს და ტფილისის ხელოვნებას დიმიტრი შევარდნაძის თვალით დავინახავთ.

იმ დროის მკაფიოდ წარმოსადგენად, ტექსტში საგაზეთო სტატიების ვრცელი ფრაგმენტები შეგხვდებათ: რეცენზიები, გამოხმაურებები და წერილები.

მარიამ ნატროშვილი, დიმიტრი შევარდნაძე – ხელოვნების კურატორი  (ჩამოიწერეთ ტექსტი აქ)

მარიამ ნატროშვილი არტისტი და მკვლევარია. დაიბადა 1987 წელს, ქალაქ თბილისში. განათლებით აღმოსავლეთმცოდნეა, ფლობს სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხს.

2011 წლიდან დეთუ ჯინჭარაძესთან ერთად საქმიანობს. მუშაობს შემდეგ მედიებში: სიტყვები – ტექსტზე დაფუძნებული ხელოვნება, ვიდეო, ინტერაქტიული პროგრამები და თამაშები; აგროვებს ზეპირ ისტორიებს. აინტერესებს მეხსიერების, დავიწყებისა და გაუჩინარების თემები. მეხსიერების კვლევისთვის ქალაქს, შენობებს, არქიტექტურას მიმართავს. აინტერესებს და აკვირდება, თუ როგორ აისახება პოლიტიკური და სოციალური ცვლილებები ქალაქსა და შენობებზე, შესაბამისად, საზოგადოებაზე.

მარიამის და დეთუს ნამუშევრები გამოფენილია სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებზე, მათ შორის: IDFA DocLab, Gwangju GMAP Facade Project, სინოპის ბიენალე, პორტოს ფოტორაფიის ბიენალე და ა.შ.

2022 წელს, მარიამ ნატროშვილის და დეთუ ჯინჭარაძის ნამუშევარი – „მე ვწუხვარ ბაღზე“ ვენეციის ბიენალეზე, საქართველოს ეროვნულ პავილიონში იყო წარმოდგენილი.

მარიამის და დეთუს სიტყვებს თბილისის და სხვა ქალაქების საჯარო სივრცეებში შეხვდებით.