
თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდი
საპროექტო განაცხადების ხელშეწყობა
საპროექტო განაცხადის დებულება
მიზანი
საპროექტო განაცხადების მიღების მიზანია ხელი შეუწყოს თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების სფეროს განვითარებას - კერძოდ, წაახალისოს საჯარო სივრცეებში თანამედროვე შემოქმედებითი ინტერაქციები, გაზარდოს თანამედროვე ხელოვნების ხელმისაწვდომობა და აამაღლოს ფართო საზოგადოების ცნობიერება თანამედროვე ხელოვნების შესახებ, მხარი დაუჭიროს თანამედროვე ქართველ ხელოვანებს მასშტაბური პროექტების განხორციელებაში. ამგვარად, ხელი შეუწყოს თანამედროვე ქართული ხელოვნების პოპულარიზაციას და ქალაქის იერსახის შეცვლას.
საპროექტო განაცხადები მიიღება ქ.თბილისში ვიზუალური/აუდიოვიზუალური ხელოვნების ნამუშევრების განთავსებაზე.
საპროექტო განაცხადის მიიღების პირობები
საპროექტო განაცხადის გამოგზავნის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს და მეწარმე იურიდულ პირს.
განსახილველი დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე, ხოლო უცხოენოვანი დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაში აუცილებელია ქართულენოვანი თარგმანი, გარდა ინგლისური ენისა.
საპროექტო განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 10 დეკემბერი
წარმოდგენილი პროექტი უნდა განხორციელდეს განაცხადით განსაზღვრულ ლოკაციაზე არაუგვიანეს 2025 წლის 25 დეკემბრისა.
საპროექტო განაცხადის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 50,000 ლარს.
საპროექტო განაცხადის უნდა იყოს ადგილსპეციფიური და განთავსდეს განმცხადებლის მიერ შერჩეულ ლოკაციაზე.საპროექტო განაცხადის ფარგლებში შემოთავაზებული ნამუშევარი უნდა იყოს განვითარებული არქიტექტორსა და ინჟინერთან ერთად, რათა ითვალისწინებდეს შერჩეული ადგილის სპეციფიკას, მათ შორის უსაფრთხოების სტანდარტებს.
განმცხადებელ პირს შეუძლია მხოლოდ ერთი განაცხადის წარმოდგენა. ერთზე მეტი პროექტის წარმოდგენის შემთხვევაში, არც ერთი პროექტი არ განიხილება.
წარდგენილი პროექტი უნდა ეხმიანებოდეს თანამედროვე სახელოვნებო პროცესებსა და აქტუალურ შემოქმედებით დისკურსს.
წარმოდგენილი საპროექტო განაცხადი არ უნდა ახდენდეს რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით დისკრიმინაციას. დაუშვებელია საპროექტო განაცხადში სიძულვილის ენის გამოყენება.
საპროექტო განაცხადებს განიხილავს საჯარო ხელოვნების ფონდის დირექტორის მიერ დამტკიცებული კომისია, საბოლოო გადაწყვეტილება კანონით გათვალისწინებული პროცედურების გავლის შემდეგ მიიღება.
ფონდი ამოწმებს საპროექტო განაცხადის დადგენილ ფორმასთან და ამ წესთან შესაბამისობას. თუ დაინტერესებული სუბიექტის მიერ წარმოდგენილი საპროექტო განაცხადი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს ან/და არ არის სრულად წარმოდგენილი ფონდის დირექტორის მიერ განსაზღრული დოკუმენტაცია, ფონდი დაინტერესებულ სუბიექტს ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვრავს არანაკლებ 10 (ათი) კალენდარულ დღეს.
ფონდის მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში საპროექტო განაცხადი არ განიხილება.
თუ პროექტის განხორციელებამდე დარჩენილია 20 (ოცი) კალენდარულ დღეზე ნაკლები, საპროექტო განაცხადი არ განიხილება.
თუ წარმოდგენილი საპროექტო განაცხადი აკმაყოფილებს ამ წესითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, ფონდი საპროექტო განაცხადს განსახილველად უგზავნის კომისიას. თუ განაცხადის შესწავლისას წარმოდგენილი საპროექტო განაცხადი არ აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ კრიტერიუმებს და მოთხოვნებს, განაცხადი კომისიას არ ეგზავნება განსახილველად და განმცხადებელს ეცნობება უარყოფითი პასუხი.
საპროექტო განაცხადის განხილვისას და დაფინანსების ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება განაცხადის შესაბამისობა ამ წესით დადგენილ პრიორიტეტებთან და ფონდის მიზნებთან, მისი განხორციელების საერთო მიზანშეწონილობა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისთვის, საპროექტო განაცხადის შესაბამისობა წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვასთან, საპროექტო განაცხადის ინტელექტუალური ღირებულება, აგრეთვე განმცხადებლის გამოცდილება და უნარი განახორციელოს პროექტი.
წარმოდგენილი საპროექტო განაცხადი არ უნდა ახდენდეს რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით დისკრიმინაციას. დაუშვებელია საპროექტო განაცხადში სიძულვილის ენის გამოყენება.
შენიშვნის არსებობის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია სუბიექტს მოსთხოვოს შესწორებული საპროექტო განაცხადის წარდგენა კომისიის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში.
თუ წარდგენილი საპროექტო განაცხადით მოთხოვნილი თანხა არ აღემატება 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარს, საპროექტო განაცხადის დაფინანსების (თანხის ოდენობის მითითებით) შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას კომისიის წევრთა ხმათა უმრავლესობით იღებს კომისია.
თუ წარდგენილი საპროექტო განაცხადით მოთხოვნილი თანხა აღემატება 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარს, საპროექტო განაცხადის დადებითად შეფასების შემთხვევაში, კომისია საპროექტო განაცხადის დაფინანსების (თანხის ოდენობის მითითებით) შესახებ რეკომენდაციით მიმართავს ფონდის დირექტორს, რათა მან უზრუნველყოს აღნიშნული პროექტის წარდგენა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისთვის, ამ შემთხვევაში საპროექტო განაცხადის დაფინანსების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის/კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება წერილობით ეცნობება განმცხადებელს.
შედეგები ცნობილი გახდება განაცხადების ჩაბარებიდან არაუმეტეს 25 სამუშაო დღეში.
პროექტის სპეციფიკიდან გამომდინარე, დაფინანსების მიმღებმა სუბიექტმა უნდა დაამუშაოს წარმოდგენილი იდეა კონსტრუქტორთან ერთად და წარმოადგინოს როგორც კონსტრუქციული ნახაზი და აკრედიტირებული ექსპერტის მიერ მომზადებული დადებითი დასკვნა, ასევე შესრულებული სამუშაოების ექსპერტიზა, აღნიშნული ხარჯები გათვალისწინებული უნდა იყოს პროექტის ღირებულებაში და გაწერილი უნდა იყოს ხარჯთაღრიცხვაში.
კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაფინანსების მიმღებმა სუბიექტმა უნდა წარმოადგინოს ნებართვები შესაბამისი სამსახურებიდან.
შერჩეული პროექტის შესახებ გავრცელებულ ყველა საკომუნიკაციო მასალებში (ბეჭდური, ციფრული) უნდა განთავსდეს თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდის ლოგო, ხოლო საინფორმაციო ვიდეოებში ფონდი უნდა იყოს მოხსენებული პროექტის ხელშემწყობად.
საპროექტო განაცხადის წარმოდგენისა და საჯარო სივრცეში მუდმივი პროექტების ხელშეწყობის ფარგლებში, დაფინანსების შედეგად განხორციელებული ნამუშევარი არის თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდის საკუთრება და ხდება ფონდის კოლექციის ნაწილი. ნამუშევარი შემდგომშიც მოხმარდება საჯარო ხელოვნების ფონდის მიზნების განხორციელებას ავტორის მითითებით. ხელოვანი იტოვებს საავტორო უფლებას და ყველა სამომავლო ცვლილება წინასწარ იქნება შეთანხმებული ხელოვანთან.
საპროექტო განაცხადის წარმოდგენისა და საჯარო სივრცეში დროებითი პროექტების ხელშეწყობის ფარგლებში, დაფინანსების შედეგად განხორციელებული ნამუშევარი არის ხელოვანის საკუთრება. ხელოვანი ვალდებულია ნამუშევრის შემდომში გამოფენისას ან მისი ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალის გამოქვეყნებისას მიუთითოს საჯარო ხელოვნების ფონდი პროექტის ხელშემწყობად.
ფონდს აქვს უფლება განხორციელებული ნამუშევრის ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა გამოიყენოს საჭიროებისამებრ.
დაფინანსების ადმინისტრირება
ფონდი უფლებამოსილია დაფინანსება გასცეს ეტაპობრივად. ანაზღაურება ხორციელდება დაფინანსებული სუბიექტის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების შესაბამისად, მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.
წინასწარი ანგარიშსწორების (ავანსი) გამოყენება შესაძლებელია საავანსო თანხის ოდენობის, უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში, რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადას. საბანკო გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო ან სადაზღვეო დაწესებულებიდან, ეროვნულ ვალუტაში – ლარში. დაფინანსების მიმღებმა სუბიექტმა ავანსის თანხა უნდა გამოიყენოს მხოლოდ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად.
დაფინანსების მიმღები სუბიექტი უფლებამოსილია მიმართოს ფონდს წერილობით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარჯთაღრიცხვის პუნქტებს შორის თანხების გადანაწილების თაობაზე.
დაფინანსების მიმღები სუბიექტი ვალდებულია განახორციელოს ფინანსების ხარჯვა მიზნობრივად, ფონდსა და სუბიექტს შორის გაფორმებული ხელშეკრულებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
ანგარიშის წარდგენა
ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროექტის განხორციელების შემდეგ, არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღისა, დაფინანსების მიმღებმა სუბიექტმა ფონდს უნდა წარმოუდგინოს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, მიზნობრივად ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, აგრეთვე ინფორმაცია ფონდის დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული შესრულების ანგარიშის ფორმის შესაბამისად.
მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ავანსის სახით მიღებულ თანხაზე ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენისას, იმ თანხის იდენტური ოდენობის თანხას, რომელზედაც არ აქვს წარმოდგენილი ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, დაფინანსების მიმღები სუბიექტი აბრუნებს ფონდის მიერ მითითებულ ანგარიშზე.
ფინანსური ანგარიში წარმოდგენილი უნდა იქნეს ხელშეკრულების შესაბამისად.
შერჩევის კრიტერიუმები:
მიღებულ განაცხადებს განიხილავს და შეაფასებს საჯარო ხელოვნების ფონდის დირექტორის მიერ წინასწარ დამტკიცებული კომისია, რომელიც შედგება 6 წევრისგან.
განაცხადების შეფასება მოხდება წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე (რომელიც შეესაბამება ფონდის მიზნებსა და პრიორიტეტებს) 5 ქულიანი შეფასების სისტემით, მაქსიმალური ქულა 25:
|
N |
შეფასების კრიტერიუმი |
ქულა (0-5) |
|
1 |
პროექტის შესაბამისობა ფონდის მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტებთან |
|
|
2 |
პროექტის შესაბამისობა შერჩეულ ადგილსა და გარემოსთან მიმართებაში |
|
|
3 |
პროექტის რეალიზაციისთვის მოთხოვნილი ბიუჯეტის თავსებადობა პროექტის განხორციელებასთან |
|
|
4 |
განმცხადებლის მსგავსი (ხელოვნების სფეროში) პროექტების განხორციელების გამოცდილება |
|
|
5 |
პროექტის ფარგლებში წარმოდგენილი ხელოვან(ებ)ის აქტუალობა თანამედროვე სახელოვნებო სცენასთან მიმართებაში |
პროექტების შეფასების შედეგად, კომისია იღებს შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) პროექტის სრულად დაფინანსების შესახებ;
ბ) პროექტის დაფინანსებაზე უარის თქმის შესახებ.
გამარჯვებულ კანდიდატად ითვლება ის განაცხადი, რომელიც ქულათა მეტ რაოდენობას დააგროვებს. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელიც კომისიის წევრების ხმათა უმრავლესობას მიიღებს.
კომისიის წევრები ვალდებულნი არიან დაიცვან კონფიდენციალობა და არ გაამჟღავნონ ინფორმაცია, როგორც კომისიის მუშაობის შედეგების ოფიციალურ გამოქვეყნებამდე, ისე მას შემდეგაც.
საბოლოო გადაწყვეტილება მონაწილე სუბიექტებს ეცნობათ წერილობით.
მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარმოდგენის წესი
მონაწილეობისათვის კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) განცხადება - საჯარო ხელოვნების ფონდის დირექტორის მიერ დამტკიცებული ფორმის (დანართი N1) შესაბამისად;
ბ) ინფორმაცია პროექტის შესახებ - საჯარო ხელოვნების ფონდის დირექტორის მიერ დამტკიცებული აპლიკაციის ფორმის (დანართი N2) შესაბამისად;
გ) დამატებით წარმოსადგენი საბუთები:
გ.ა) ინფორმაცია წარდგენილი ხელოვან(ებ)ის შესახებ (პორტფოლიო და რეზიუმე);
გ.ბ) ინფორმაცია განმცხადებელი ორგანიზაციის შესახებ:
გ.გ) ორგანიზაციის პორტფოლიო;
გ.დ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და ბანკის მიერ გაცემული დოკუმენტი განმცხდებლის საბანკო რეკვიზიტების შესახებ;
დ) ვიზუალური მასალა პროექტის უკეთ ილუსტრირებისთვის - 3D რენდერი, ჩანახატი, ნახატი, ვიდეო. მისაღები ფორმატები- PDF, JPEG, PNG, TIFF, MP4, AVI, MOV. ფაილის ზომა უნდა იყოს არაუმეტეს 10MB;
ე) პარტნიორის არსებობის შემთხვევაში, ფინანსური, ან სხვა ტიპის თანამონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
განცხადების მიღების პირობები
საპროექტო განაცხადი მიიღება არაუგვიანეს 2025 წლის 10 დეკემბრისა, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით info@tpa.fund
ინფორმაცია შერჩეული პროექტების შესახებ გასაჯაროვდება საჯარო ხელოვნების ფონდის ოფიციალურ ვებგვერდსა და სოციალურ ქსელებში.
საპროექტო განაცხადების მიღებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:
info@tpa.fund
+995568252266