zuraijshkariani View larger
zuraijshkariani

ზურა ჯიშკარიანი: პაოლო - პოეტების ქალაქის დაცემა

= დეტალები =



ესეში „პაოლო - პოეტების ქალაქის დაცემა“ ზურა ჯიშკარიანი იკვლევს პირველი რესპუბლიკის ბოლო წელიწადს, როდესაც თბილისი, მასში მცხოვრებმა და დროებით ჩამოსულმა არტისტებმა და პოეტებმა - „პოეტების ქალაქად“ და „კავკასიის პარიზად“ გამოაცხადეს, თუმცა მალევე თბილისს წითელი არმია მოადგა.


ზურა იკვლევს "პოეტების ქალაქის" არქეოლოგიას და ამის ნანგრევებზე გვთავაზობს თბილისის იდენტობის ხელახლა გააზრების ფორმულებს.


ნაშრომს გაეცნობით ლინკის მეშვეობით (დააჭირეთ აქ).


ზურა ჯიშკარიანი

მწერალი და სოხუმის თვითაღიარებული მერი, ზურა ჯიშკარიანი 1985 წელს დაიბადა სოხუმში. 2003-2006 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტზე, 2024 წელს კი დაუბრუნდა უმაღლეს განათლებას ხარისხის დასაცავად. მისი ინტერესისა და კვლევის საგანი თავიდანვე იყო ენა და ენის საზღვრები. ენა როგორც საკომუნიკაციო საშუალება და ენა, როგორც ჩვენამდე მცხოვრებ ადამიანთა გამოცდილება.

პირველად საზოგადოებამ ზურა ჯიშკარიანი გაიცნო მუსიკალური პროექტიდან „Kung Fu Junkie“. ხელოვანის ინტერესი მოიცავდა მუსიკას როგორც ენას, მის შემოქმედებაში გვხვდება რამდენიმე სხვა პოპულარული ქართული მუსიკალური პროექტიც. არავერბალური ენის კვლევის მნიშვნელოვანი ეტაპი ექსპოჯორჯიაში იყო გამოფენილი, “ვინ დააწყნარებს ზღვების ხმაურს?”, 2017, ფესტივალი „SOU“, ჰაერში დაკიდებული გემი, რომელიც სენსორებით შავ ზღვას იყო დაკავშირებული და იქ ტალღების სიმძლავრის მიხედვით, აქ თბილისში გამოსცემდა ხმებს.

ჯიშკარიანი თანამედროვე ქართული ლიტერატურის გამორჩეული და განსხვავებული სახეა. განსაკუთრებულია მისი თხრობის სტილი და წერის მანერა. მისი პირველი რომანია „საღეჭი განთიადები - უშაქროდ“, რომელმაც 2017 წელს მიიღო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურული პრემია "წლის საუკეთესო რომანი" და 2018 წელს ლიტერატურული პრემია „საბა“ მიიღო, წლის საუკეთესო დებიუტის ნომინაციაში.

იგი აქტიურად მუშაობს მაღალტექნოლოგიურ პროექტებზე - ვიდეო თამაშებსა და ჩეტბოტებზე. მათ შორისაა „კიბერგალაკტიონი“ - გალაკტიონ ტაბიძის ჩეთბოტი, „Oraculum 0.1“ - ინტერაქტიული ინსტალაცია, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა, 2018. „ჩემი საქართველო”, 2023 - ვიდეო თამაში მოსწავლეებისთვის, „GRANELY”, 2024 ტექსტით აწყობილი ვიდეო თამაში.


Tbilis Public Art fund © 2023 all rights reserved.
Tbilisi Public Art Fund © 2023 ყველა უფლება დაცულია.