მოხარულები ვართ წარმოგიდგინოთ თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდის მერვე კონკურსის გამარჯვებული გუნდი!
„საჯარო სივრცეში მუდმივი პროექტების ხელშეწყობა, ქ. თბილისი, მზიურის პარკი“ გაიმარჯვა „სტუდიო 501“ განაცხადმა “ მეხსიერების ფრაგმენტები”, რომელიც არქიტექტურულ კომპანია „თიმმ არქიტექტს“-თან ერთად განავითარა.
პროექტი (არქიტექტურული ინსტალაცია) მიზნად ისახავს ხელოვან ვახტანგ ქოქიაშვილის ვიტრაჟული ნამუშევარი „ბერიკაობა“ გადაიაზროს და ახლებურ ფორმატში წარმოადგინოს.
ნიკოლოზ ლეკვეიშვილმა (დ.1986) არქიტექტურული განათლება სტამბულის ხელოვნების აკადემიაში მიიღო. შემდგომ დაიცვა მაგისტრის ხარისხი მილანის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში, სტეფანო ბოერის ხელმძღვანელობით. მიიღო სამუშაო გამოცდილება წამყვან არქიტექტორებსა და საპროექტო სტუდიებთან მათ შორის ფრანჩესკო ადორნი და სტეფანო ბოერი, იტალია; აბინ ჩადჰური, ინდოეთი; dom+partners, თურქეთი; LEKU Studio-Barcelona, ესპანეთი; TYPSA - Madrid, ესპანეთი.
“თიმმ არქიტექტურა” არის კვლევასა და დიზაინზე ორიენტირებული კომპანია, რომელიც კონცენტრირებულია სხვადასხვა მასშტაბის არქიტექტურულ გადაწყვეტებზე - მსხვილი ურბანული პროექტებზე, მცირე მოცულობის არქიტექტურულ თუ ინტერიერის დიზაინის პროექტებზე. გუნდი მიმართულია ინოვაციასა და ალტერნატიული ცხოვრების წესის ძიებაზე და დაინტერესებულია ექსპერიმენტაციით სინათლეზე, ფორმასა და ატმოსფეროზე.
ალექსანდრე მურვანიძემ (დ. 1987, თბილისი) განათლება მიიღო საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, შემოდგომ სწავლობდა პოტსდამის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში (FHP). გერმანულ და ქართულ საპროექტო კომპანიებში მუშაობის გამოცდილების მიღების შემდეგ დაარსა “სტუდიო 501”.
“სტუდიო 501” არის საპროექტო ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს როგორც მსხვილ, ასევე სხვადასხვა ზომის, საინტერესო ფუნქციის მქონე ნაგებობებზე. კომპანია ორიენტირებულია ახალ გამოწვევებსა და განვითარებაზე.