ანდრო ერაძე View larger
ანდრო ერაძე

შემოდგომა: ანდრო ერაძე

= დეტალები =



"გიზიარებთ იმ ტექსტებს, რომლებსაც ბოლო დროსვკითხულობდი და რომლებიც ბევრი თვალსაზრისითდამეხმარა. დახმარებაში არ ვგულისხმობ ტექნიკისდახვეწას ან ფოტოგრაფიის თეორიის უკეთ გაცნობას - არამედ  წარმოსახვის გაძლიერებას. მგონია, რომ ესგანსაკუთრებულად მნიშვნელოვანია იმადამიანებისთვის, ვისი საქმეც გამოსახულებას უკავშირდებაპირველი ტექსტი მხატვრულია, მისი ავტორიაამერიკელი პოეტი და მწერალი დელმორ შვარცი. ავტორი მოთხრობის მთავარი პერსონაჟიც არის, რომელიც კინოთეატრში საკუთარი მშობლების ამბავსუყურებსმეორე სამეცნიერო ნაშრომია. როჟერ კაიუაერთმანეთთან აკავშირებს მწერების მიმიკრიას, მაგიას და ადამიანის ურთიერთობას სივრცესთან; ავტორი ანთროპომორფულ მზერას და ზოგადად აღქმის მრავალგვარობას  დისციპლინების ფართოჭრილში შლისმესამე ჯონ კიტსის ლექსია. პირველის მსგავსად, კიტსისიზმრისეულ გამოცდილებას ეყრდნობა და ყოველიწაკითხვისას, სიბრძნის, სილამაზის, ფიქრის ახალშრეს და ახალ განცდას აღვიძებსმგონია, რომ ზოგიერთი ტექსტი უკეთ გვეხმარება იმისდანახვაში, რაც ჩვენ წინაა- ჩვენი უშუალო გარემოსსახით. გამოსახულებაზე მუშაობის დროსაც,წარმოსახვის ხაზები  ამ გარემოდან იღებს სათავეს.“ 

 

ანდრო ერაძე (1993, საქართველო) ცხოვრობს და მუშაობს თბილისში.   ის სწავლობდა შოთა რუსთაველის თეტრისა და კინოს უნივერსიტეტის კინო-ტელე ფაკულტეტზე, ასევე თანამედროვე ხელოვნების ცენტრის (CCA) სამაგისტრო პროგრამაზე. ანდრო ერაძე ძირითადად საქართველოში მუშაობს. ნამუშევრებში ის უღრმავდება გამოსახულებების თვისობრივ ბუნებას - როგორც სტატიკურს, ასევე მოძრავს. ექსპერიმენტულად შემოაქვს თხრობითი ელემენტები ადამიანთა საარსებო სივრცის კიდეებზე - როგორც კონკრეტული, ისე აბსტრაქტული გაგებით. მის ნამუშევრებში უცნაურის, არა-ანთროპოცენტრულის შეგრძნება მაყურებელს  ლიმინალურ სივრცეში იწვევს: სუბიექტურსა და ინტუიციურს შორის,  შემეცნების, აღქმისა და  უცხოს  - არა-ადამიანური აქტორების გამოცდილებებს - შორის.   ცხოველები, საგნები, მცენარეები და ციფრული არტეფაქტები ლანდშაფტში ყოფნის შეგრძნებას ქმნიან, ეს ლანდშაფტი ადამიანის გამოცდილების პარალელურია და ამასთანავე მასთან გადაჯაჭვულიც.   ერაძის შემოქმედებითი პრაქტიკა სწავლობს ანიმიზმის, როგორც მეთოდს და მის შესაძლებლობებს. ფოტოგრაფია, ინსტალაცია, ექსპერიმენტული კინოს პრაქტიკა და ვიდეო ერთიანდება იმ აწმყოზე დაკვირვებით, რომელიც ხუნდება - ანთროპოცენი სუსტდება და ყველაფერი მისგან დამოუკიდებლად მოქმედებს. რეალობისადმი ალტერნატიული მიდგომების მემკვიდრეობაზე დაყრდნობით - სიურრეალიზმი და მაგიური რეალიზმი - მისი გამოსახულებები ბუნდოვანს ხდის განსხვავებას წარმოსახვითსა და რეალურს შორის.

იგი მონაწილეობდა არაერთ საერთაშორისო პერსონალურ, ჯგუფურ გამოფენასა და ჩვენებაში, მათ შორის:

59- ვენეციის ბიენალე The Milk of Dreams, ვენეციის ბიენალე, ვენეცია (იტალია); The New Museum Screen Series, New Museum,ნიუ-იორკი (აშშ); WIELS თანამედროვე ხელოვნების ცენტრი, ბრიუსელი (ბელგია); *The Parliament of Mamonts *Biennale Gherdeina 9, Val Gardena (იტალია); Memory is an Editing Station 22- ბიენალე Sesc_Videobrasil, სან-პაულო (ბრაზილია); Long-distance Friendships, მე-14 კაუნასის ბიენალე, ლიტვა; Rencontres Internationales Paris/Berlin HKW-ში | Haus der Kulturen der Welt, ბერლინი (გერმანია); Between Dog and Wolf, ვინსენტ ვან გოგის ფონდი არლი, (საფრანგეთი); We Are They: Glitch Ecology and the Thickness of Now, Honor Fraser გალერეა, ლოს-ანჯელესი, (აშშ); Long Live the Night, SpazioA, პისტოია (იტალია); Everything Happened so Much, ობერჰაუზენის კინოფესტივალი (გერმანია); შენობები არ არის საკმარისი, თბილისის არქიტექტურის ბიენალე, თბილისი, (საქართველო).


დელმორ შვარცი, პასუხისმგებლობა იწყება სიზმრებში (ჩამოწერეთ ტექსტი აქ)

როჟერ კაიუა, მიმიკრია და ლეგენდარული ფსიქასთენია, თარგმნა გიგა ბრეგვაძემ (ჩამოწერეთ ტექსტი აქ)

ჯონ კიტსი, ძილი და პოეზია, თარგმანმა ირაკლი ყოლბაიამ (ჩამოწერეთ ტექსტი აქ)

Tbilis Public Art fund © 2023 all rights reserved.
Tbilisi Public Art Fund © 2023 ყველა უფლება დაცულია.