წარმოსახვის სკოლა View larger
წარმოსახვის სკოლა

წარმოსახვის სკოლა

= დეტალები =

'წარმოსახვის სკოლა' წარმოადგენს რეგულარულ შემოქმედებით შეხვედრებს ბავშვებისა და მათი მშობლებისთვის. პროგრამის მთავარი მიზანია ბავშვებში წარმოსახვის, შემოქმედებითი აზროვნებისა და თავისუფალი ექსპერიმენტირების წახალისება ხელოვნების მარტივი და ხელმისაწვდომი ფორმების საშუალებით.

პროგრამის ფარგლებში ბავშვები და მათი მშობლები ერთობლივად მიიღებენ მონაწილეობას სხვადასხვა შემოქმედებით პროცესში, როგორიცაა ხატვა, კოლაჟი, პატარა ვიზუალური ისტორიების შექმნა, მარტივი ობიექტების დამზადება და სხვა მსგავსი აქტივობები. პროგრამა არ არის ორიენტირებული ტექნიკური უნარების სრულყოფაზე ან „სწორი“ შედეგის მიღწევაზე. მთავარი აქცენტი კეთდება შემოქმედებით პროცესზე, თამაშზე, წარმოსახვაზე და ოჯახის წევრებს შორის საერთო გამოცდილების შექმნაზე. აქტივობები იქნება მარტივი და ხელმისაწვდომი ნებისმიერი ბავშვისთვის, სპეციალური წინასწარი ცოდნის გარეშე. 

სამიზნე ჯგუფი: 5-დან 10 წლამდე ბავშვები და მშობლები.

ხანგრძლივობა: 1 საათი.

დასწრება თავისუფალია

ვარკეთილის მედიათეკა — ვიქტორ კუპრაძის #1, რიგის სკვერი - 19 აპრილი, 26 აპრილი; 

თემქის მედიათეკა — ზღვისუბნის პარკი, თემქა, XI მიკრორაიონი, III კვარტალი  - 3 მაისი;  16 მაისი;

დიდი დიღმის მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის მედიათეკა - დემეტრე თავდადებულის ქ. №18ა - 24 მაისი, 31 მაისი

პროგრამას გაუძღვება კურატორი და კულტურის მენეჯერი მირიამ გრიგალაშვილი.

მირიამ გრიგალაშვილი დამოუკიდებელი კურატორი და კულტურის მენეჯერია. მისი პროფესიული პრაქტიკა ვიზუალური ხელოვნების სფეროში მულტიმედიური პროექტების კურირებასა და საგანმანათლებლო პროგრამების მართვას მოიცავს. მას აქვს სახელოვნებო ვორქშოფებისა და კულტურული ინიციატივების განხორციელების მრავალწლიანი გამოცდილება, რომლებიც მიზნად ისახავს შემოქმედებითი პროცესის მეშვეობით ახალი სოციალური და კულტურული კავშირების დამყარებას.