სტატია: ქეთუთა ალექსი-მესხიშვილი, ქართული ორნამენტი View larger
სტატია: ქეთუთა ალექსი-მესხიშვილი, ქართული ორნამენტი

გვანცა ჯგუშია: ქეთუთა ალექსი-მესხიშვილი, ქართული ორნამენტი

= დეტალები =

ახლად დაარსებული თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდი თანამედროვე ხელოვნების ხელშემწყობი ინსტიტუციაა, რომელიც დასავლურ პრაქტიკებზე დაფუძნებული მოდელით საკონკურსო ფორმატში მუშაობს. გამოცხადებულ კონკურსში წინასწარაა განსაზღვრული ლოკაცია, რაც თავისთავად მოიაზრებს ხელოვანის მხრიდან ადგილსპეციფიკურ მიდგომას, თუმცა თემატური შეზღუდვების გარეშე. ფონდის პირველი პროექტისთვის, რომელიც საჯარო სივრცეში დროებით ინტერვენციას მოიაზრებდა, შეირჩა ქართული მოდერნიზმის სამაგალითო არქიტექტურული ნიმუში - თამაზ თევზაძის პროექტების მიხედვით 1967 წელს აშენებული თბილისის მეტროს პირველი ხაზის სადგური “300 არაგველი”, კერძოდ კი მისი ზედა ვესტიბიული. 

 


მეტროს სადგური “300 არაგველი”, დასავლეთის ფასადი, თბილქალაქპროექტი, 1966, ეროვნული არქივის უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივი

 

ადგილობრივი მხატვრულ-არქიტექტურული ტრადიციები ხშირად არასწორხაზოვნად ვითარდება და ზედმიწევნით არ ერწყმის გლობალურ, და ამ შემთხვევაში საბჭოთა, სტილისტიკურ გამოძახილებს. ის, როგორც ავთენტურ სამეტყველო ენას, ვიზუალურ მემკვიდრეობას თუ დასავლეთიდან შემოჟონილ ინფორმაციას, დამპყრობელი ძალის იმპერატივებთან აზავებს. ბრუტალიზმის მიჯნაზე მოქმედი ქართული მოდერნიზმი შენობის გაშიშვლების, პომპეზური ელემენტებისაგან გასუფთავების განსაკუთრებით დახვეწილ ფორმას პოულობს. ნაგებობის ინდუსტრიულ მასალაში შესრულებისას, ჰარმონიული ატმოსფეროს მოწესრიგებაში ამგვარი დახელოვნებულობა შესაძლოა, სიცარიელის მოხელთების იმ კულტურულ კოდს უკავშირდებოდეს, რომელიც იდეალურად ვლინდება ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლებში. ქართული მეტროც, საპროექტო პაუზისა და ახალი დადგენილებით შემცირებული სამშენებლო ბიუჯეტის წყალობით პოსტ-სტალინური რეჟიმის პერიოდში დასრულდა, რის შედეგადაც გადაურჩა დაკვეთილ ჰედონისტურ იერსახესა და პროპაგანდით გაჯერებულ საჯარო გაფორმებას. მინიმალისტური შესახედაობის მეტროს სადგური “300 არაგველიდამოუკიდებლად მდგომი პავილიონით გამოირჩევა, რომლის შემინული ორი ფასადი (სამხრეთისა და აღმოსავლეთის მხარეს) სინათლის ჭარბ ნაკადთან ერთად გარემოს სურათსაც ცხადი გამჭვირვალობით უშვებს ინტერიერში. 1960-იანი წლების შეჯამებული გლობალური ტენდენციების კვალდაკვალ “300 არაგველისმიწისზედა რკინაბეტონის კონსტრუქცია სისადავისა და სიმსუბუქის შეგრძნებას გამარტივებული სწორკუთხა ფორმებით, ბრტყელი გადახურვით, მოზომილი სამშენებლო დანახარჯითა და გარემოსთან დიალოგში მყოფი ღიობებით აღწევს. ქალაქის გარე სურათის, სიმწვანის თუ შუქის გამტარი ვრცელი ზედაპირი ინდივიდს გადამდები სიმშვიდით უბიძგებს განბინდოს ცნობიერი აღქმა და საკუთარი სხეული ადგილმდებარეობის მოცემულობის ნაწილად აქციოს მანამ, სანამ ესკალატორით მიწისქვეშა ბაქანზე ჩაეშვება და იქ სატრანზიტო სივრცეებისთვის დამახასიათებელი ფლუორესცენტული ნათება მას აჩქარებული მოძრაობისკენ მოუწოდებს. 

 

 

მეტრო “300 არაგველი”, ზედა ვესტიბიული, საჯარო სივრცეში დროებითი პროექტი „ქეთუთა ალექსი მესხიშვილი, ქართული ორნამენტი“, 2023

 

ხალხის ნაკადზე ფიქრი ურბანული დაპროექტების თანდართული აზრია, თუმცა თბილისში მეტროს აშენებაზე ჯერ კიდევ 1951 წელს გაიცა ნებართვა, როდესაც მილიონიანი მოსახლეობა ამის აუცილებელი პირობა იყო. ამჟამად ქვეყნის ცენტრალიზების პირობებში მჭიდროდ დასახლებული ქალაქის მეტროს სადგური ყოველდღიურად გაცილებით მეტ ადამიანს ემსახურება, ვიდრე პირველი ხაზის გახსნის დროს იგულისხმებოდა. ამრიგად, საინტერესოა რა ახალი გამოწვევების წინაშე დგას საჯარო ხელოვნება, და ამ შემთხვევაში რატომ შეჯერდა ფონდი დროებითი ინტერვენციის იდეაზე. უწინ, სივრცეში სამასი არაგველის გმირობის თემაზე შესრულებული მასიური ჭედური პანოს (მოქანდაკეები . და . გიგაურები) განთავსებისას სადგურის მოდერნისტი ავტორები გამვლელის დამკვირვებლურ ხასიათსა და ნებისყოფას ენდნენ. ახლა კი, აღქმისთვის საკმაო დისტანციის არარსებობა საზრიანი ხილვადობის წერტილის მოძიებას ხდის საჭიროს. თუ 1975 წელს გამოქვეყნებულ დაკვირვებების 60-გვერდიან კრებულშიპარიზში ადგილის ამოწურვის მცდელობა”, ფრანგი ესეისტი ჟორჟ პერეკი სენ-სულპისის მოედნიდან ჩასაფრებული აღრიცხავდა პარიზულ ალიაქოთში დაფიქსირებულ ყველაზე მოსაწყენ, ნაკლებად შესამჩნევ დაჩვეულებრივზე ქვემოთ მდგომმოვლენებს, მას ჰქონდა ფუფუნება და მზაობა დამკვირვებელი გამხდარიყო. თუმცა, ყოველდღიურ უბრალო რუტინაში ჩაბმული ადამიანები, -დან პუნქტში გადაადგილებისას არ და ვერ იჩენენ საკმაო ძალისხმევას სრული სიცხადით შეისრუტონ რეალობა, რაც ორდინალურში, ჩვევაში გადასულშიასაწყობი თავსატეხივითკოწიწდება. ამისთვის საჭიროა მოულოდნელის გამოჩენა, საიდანაც კითხვის დასმა იწყება. ხშირად მონოტონური ყოფიდან ამომგდების ფუნქციას სწორედ ხელოვნება ითავსებს. თვითრეფლექსიისკენ მომართული სამუშაო ციკლიდან, სახელოსნოდან გამომზეურებული ხელოვნება ბიძგს აძლევს კითხვის დაბადებას, რაც ყველაზე მაღალი დონით, არა ვიწრო წრეზე გათვლილ კომერციულ გალერეაში, არამედ სწორედ სახალხო სივრცეში მუშაობს იქ, სადაც მას არ ელიან.

 

“რომ ჩავეძიოთ ჩვეულებას... ესაა და ეს, ჩვენ მას მიჩვეულები ვართ. ჩვენ მას ეჭვქვეშ არ ვაყენებთისევე, როგორც ამას ისიც არ აკეთებს. როგორც ჩანს, ის არ წარმოადგენს პრობლემას. ჩვენ ვცხოვრობთ ფიქრის გარეშე თითქოს მასში არ იდოს არც კითხვები და არც პასუხები, თითქოს ის არ იყოს რამე ინფორმაციისმატარებელი. ეს აღარაა განპირობება, ეს ანესთეზიაა. მთელ ცხოვრებას უსიზმრო ძილში ვატარებთ, მაგრამ სად არის ჩვენი ცხოვრება? სად არის ჩვენი სხეული? სად არის ჩვენი სივრცე?”[2]



ქეთუთა ალექსი-მესხიშვილი, “მზეები”, ქართული ორნამენტის სერიიდან, 2021 წ. საკუთრება მხატვრისა და გალერეა ფრანკ ელბაზის, პარიზი.

 

თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდის კონკურსის მიზნის აღწერა სრულდება ამოცანით - ქალაქის იერსახის შეცვლა. ვთვლი, რომ იერსახე საკვანძო სიტყვაა გამარჯვებულ პროექტზე საუბრის დასაწყებად. ქეთუთა ალექსი-მესხიშვილის პროექტი "ქართული ორნამენტი" (პროექტის წარმდგენია ანა ჩორგოლაშვილი) მეტრო “300 არაგველისზედა ვესტიბიულის შემინულ ზედაპირს ერთგვარ ფერად ვიტრაჟად გარდაქმნის. იერსახით, თუ ერთი თვალის შევლებით, ეს ინსტალაცია ბიბლიური სიუჟეტებით გაწყობილ კათოლიკურ ვიტრაჟებსა და ავტობუსის ფანჯრის პერფორირებულ ვინილებზე დაბეჭდილ რეკლამებს შორისაა მოქცეული. შუშაზე პლაკატების მსგავსად აკრული ფოტო-სერია ნაცნობი ხატებისგან დამონტაჟებული კომპოზიციაა, რომელიც დიზაინის მეთოდიკისთვის სახასიათო ინფორმაციის სწრაფი გადატანის უნარით ზედაპირულობის ხაზგასმას ახდენს. ზედაპირული, ისევე როგორც თავად ფიზიკური ზედაპირი, რომელიც რამის შეფუთვას, თუ მიჩქმალვას ემსახურება, სრულებითაც არ არის ნეგატიური კონოტაციის მატარებელი სააზროვნო მატერია თუმცა კი ასე ჟღერს. ეს უფრო მეტად ფროიდიანულიწამოცდენაა”. ხშირად რაც ირეკლება და მჟღავნდება ზედაპირზე უნებლიეთ მეტად ნათლად საუბრობს იმ საგნებსა და მოცემულობებზე, რის რძის ერბოდაც მომწიფდა. მინის დაბურვად ქცეულ ათ სურათზე აღბეჭდილი, ნაწილობრივ აბსტრაჰირებული ნიმუშები ქართულ გარემოში გაუწვრთნელ თვალსაც კი ვერ გამოეპარება. ბიზანტიურ მონასტრებში ნაპოვნი ქართული ორნამენტი და ჩუქურთმა, ვაზისა და წნულის მოტივები, ბადეები, თუ საბჭოთა ტიპის სასაჩუქრე ბაფთა, რომელიც უპატენტო პოლიეთილენის პარკებს ამშვენებს, შეიძლება საზოგადოებრივ ტრანსპორტში ერთ-ერთი მგზავრის ხელშიც ამოიცნოთ, რაც ამ ინტერვენციას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. 

 








დავით კაკაბაძე, ჩანახატი  “ქართული ჩუქურთმა”

 

 

მეტრო “300 არაგველი”, ზედა ვესტიბიული, საჯარო სივრცეში დროებითი პროექტი „ქეთუთა ალექსი მესხიშვილი, ქართული ორნამენტი“, 2023

 

უხრწნელიპარკების შეგროვება ხელოვანმა თბილისში, ტურისტულ მაღაზიებში დაიწყო. მსგავსი სავაჭრო კუთხეები ხშირად მეტროს მახლობლად მიწისქვეშა გადასასვლელებშია განლაგებული, ხოლო ადგილზე შენაძენი, იქნება ეს მასიური წარმოების მინანქრის სამკაული, ტრადიციული ტექსტილი თუ კიტჩური ქართუ სუვენირი, სწორედ ამ პარკით,ხშირად ქვეყნის საზღვრებს მიღმაც კი, გადაიტანება. ტურიზმის კონსიუმერისტულ საწყისებზე, თარგმანში დაკარგულ დედააზრებს[4] და ღია ბარათების სტილისტიკაზედაკვირვებით ქეთუთა ალექსი-მესხიშვილი საუბრობს წამიერი “მესიჯინგის” მორფოლოგიურ აბერაციებზე, რომლებიც სიმბოლოთა პირველად ფუძესზედაპირზე მჭახე ჟღერადობით ამოატივტივებს. სოცრეალიზმის ახალი ეთნოგრაფიული იერსახის წარმოების პირობებშიეროვნული იდენტობის გადააზრების მცდელობა, რაც 1960-იანი წლების ქართულ არქიტექტურასდა სხვა მხატვრულ ძიებებსახლდა თანდამახინჯებული რეპრეზენტაციის ხელახალ რეპროდუქციას ემყარებოდა. ამავე პერიოდის ნაგებობაში წარმოდგენილი თანამედროვე ხელოვანის ინსტალაცია "ქართული ორნამენტი" მრავალშრიანი კალკირების სიყალბეს უტრირებულად წარმოადგენს. სცენის მხატვრობაში გამართლებული რეკვიზიტისთვის აუცილებელ ბუტაფორულობას, ანუ საგნის დისტანციიდან მარტივად ამოცნობად დეფორმირებულ სახეს, ქეთუთა ალექსი-მესხიშვილი ფიზიკურადაც და შინაარსობრივადაცორგანზომილებიან სიბრტყეზე გამოსახავს.  ნაბეჭდ ორნამენტებში გამჟღავნებული ეროვნული გამოსახულება იმდენად წმინდად საუბრობს ქართულზე, რამდენადაც თავად ეს ფოტო-სურათები წმინდაწყლის ფოტოგრაფიულ ამოცანებზე. თუ თანამედროვე ფერმწერი სერგეი იენსენი ტილოებს საღებავის გარეშე ქმნის და შეგროვებული ფულის ჩანთებს სურათის ზედაპირებად მარტივად გადაამუშავებს, ალექსი-მესხიშვილი პარკების მატერიალურ კოლექციას ფოტოგრამებად, ანუ კამერის გარეშე წარმოებულ სურათებად, შემდეგ კი იმგვარ ყალბ ვიტრაჟებად გარდაქმნის, რომელთა კოდაკის შავი კიდეები დეკორატიული მინის ტყვიის ზოდებს ანაცვლებს. ეს თითქოს უმნიშვნელო გადაწყვეტა კომპოზიციის მკაფიოდ გააზრებული ელემენტია, რომელიც ინდივიდუალურ სამეტყველო ენას ერთი შეხედვით აფიშური ვიზუალისგან გამიჯნავს. ანალოგურიფოტოგრაფიის ხორციელი ფაქტურა ის სამუშაო მოცემულობაა, რომელზეც ხელოვანი რიგ დეტალებში ნაგულისხმევი გამოთქმებით სამხილებსტოვებს. ეს მიდგომა მას ამერიკელ ავანგარდისტ რეჟისორებთან აახლოებს, თუმცა მოძრავიგამოსახულებისგან განსხვავებით ის მიზანს ცალკე მდგარკადრის საშუალებითაღწევს.

 




სერგეი იანსენი, “ყვითელი ფულის ჩანთები”, 2016 წ.

 

სურათში გამჭვირვალობით შემოტანილი ახალი შრე, ხელოვანისთვის დამახასიათებელი ხელწერისფრაგმენტული ხედვისდა საკადური[5] ფიქსაციის იმ განცდას ამძაფრებს, რომელსაცფოტომანიპულაციების მანუალური თუ ციფრული კასკადი მართავს.ალექსი-მესხიშვილმა ფოტოგრაფიული განათლება ამერიკაში, ბარდის კოლეჯშისტივენ შორის, ან-მაი ლესა და ბარბარა ესის ხელმძღვანელობით მიიღო, რაც უდავოს ხდისიმ ფაქტს, რომ მისი ტექნოლოგიური ერუდიცია ამ მედიუმის პედანტური ხელობის შესაფერისია. მიუხედავად ამისა, ექსპერიმენტების მოყვარული ფოტოხელოვანი არა თუ არ ერიდება ფირის ქაღალდზე მოხვედრილმტვრის ნაწილაკებს, ხელის მიერი ნაჩნევებს და უხეში ალქიმიური კვალს გამოყენებას, არამედ ამით ზურგს აქცევს სურათის ისტორიულ ხაფანგს, რომლის დრომოჭმული ამოცანაც იოლად დასახელებადი საგნების ჩარჩოში მომწყვდევაა.


 

ქეთუთა ალექსი-მესხიშვილი, “ვაზი”, ქართული ორნამენტის სერიიდან, 2021 წ. საკუთრება მხატვრისა და გალერეა ფრანკ ელბაზის, პარიზი.

ფოტოხელოვანის მიერ შექმნილი ამოუცნობისა და ამოცნობადის საზღვარზე მოთამაშე საგნობრივი კონსტლაციები კოლაჟური მიდგომით ქმნიან ე.წ. “ფლეშბექის” კადრს, რომელიც წარსულსა და მოგონებზე, მათ ეფემერულ ბუნებაზე პრაქტიკული ხარვეზებითსაუბრობს. ის ამას გერმანელი ფერმწერი იგმარ პოლკეს მსგავსადაკეთებს, როცა სერიაში Druckfehler(“ბეჭდვითი შეცდომები) ხელოვანი თამამად მიენდობა ნაკლოვანების, ბუნდოვანებებისა და მოდიფიცირების პოტენციალს. “ქართულ ორნამენტში” გამიზნულადაა ჩაქსოვილი დაბურული არეები, გადანათებები, გამჭვირვალობისა და არეკვლის ეფექტები, ალაგ-ალაგ გადატარებული მცირეწლოვანი შვილის ნაჯღაბნები, ნაკაწრები (რომლებიც ფირის ფურცელზე სინათლის უხეში გამტარები ხდებიან), და თითზე ჩამოსაცმელი ციმციმათი აღბეჭდილი ხელის ტრაექტორია. ქეთუთა ალექსი-მესხიშვილის სასურათე დრამატურგია ემყარება ფიზიკურ და კონტექსტურ მონტაჟს, მასში ამოკითხვადი იკონოგრაფია კი ხარვეზების ხარჯზე თვალდახუჭული, ჰიპნაგოგიური სინათლის გაელვებების ელფერითიწყებს მოქმედებას. იყოს ნათელი და იქმნა ნათელი - ასე გარდაიქმნა “300 არაგველის” ვესტიბიულის საჯარო სივრცე სახელოვნებო სცენად. ყოველდღიური ყოფის წვრილმანების ზეიმი იმის გაცხადებაა, რომ საშუალო ადამიანის გამოცდილებაზე დაფუძნებული თხრობა თავისთავად ყველაზე წმინდა არა საკრალურობის, არამედ აქტუალური მოცემულობის მაღალი გამტარობის ხარისხის გამოა.

 




მეტრო “300 არაგველი”, ზედა ვესტიბიული, საჯარო სივრცეში დროებითი პროექტი „ქეთუთა ალექსი მესხიშვილი, ქართული ორნამენტი“, 2023

 


ქეთუთა ალექსი-მესხიშვილი 

 

ქეთუთა ალექსი-მესხიშვილი (დ. 1979, თბილისი, საქართველო) ცხოვრობს და მოღვაწეობს გერმანიაში, ბერლინში. მისი ბოლო პერსონალური გამოფენების სიაშია Fugues, Helena Anrather, ნიუ-იორკი (2023); Flush, Galerie Molitor, ბერლინი (2022); Verkleidung, უკანა კედლის პროექტი, Kunsthalle Basel, ბაზელი (2022); The Wet Material, (Rooms Studio-სთან ერთად), galerie frank elbaz, პარიზი (2022); Confines, (იაკუბ ჩიშცონთან ერთად), June, ბერლინი (2022); Dog Smile, Siegfried Contemporary, საანენი (2021); Boiled Language, LC Queisser, თბილისი (2020); mother, feelings, cognac, galerie frank elbaz, პარიზი (2019).




გვანცა ჯგუშია 


გვანცა ჯგუშია (დ. 1999, თბილისი, საქართველო), ვიზუალური ხელოვანი, მწერალი და კულტურული პრაქტიკოსი, ამჟამად ცხოვრობს და მოღვაწეობს ამსტერდამში, სანამ De Ateliers-ის ორწლიან რეზიდენციის პროგრამას ასრულებს. სტუდიაში ჯგუშია ურთიერთობს სხვადასხვა მედიუმთან, როგორიცაა ინსტალაცია, სკულპტურა, ნახატი, აუდიო-ვიზუალური და ყნოსვითი მატერია. ტექსტურ ნაშრომებში ჯგუშია ავტორობს ესეისტურ ნაწარმოებებს და აქვეყნებს კრიტიკულ მიმოხილვებს, რომლებიც ძირითადად დამწყებ და საარქივო პრაქტიკებს ეხება. სხვადასხვა საგამოფენო სივრცეში ორგანიზაციული საქმიანობისა და კოლაბორაციული ჩართულობის შედეგად, ის თანაკურირებს გამოფენებს, უძღვება საუბრებისა და კინოჩვენებების სერიებს.




[1] იგულისხმება კარკასი, ვინაიდან მეტროს სადგურში პილონები და სვეტები კვლავ მოპირკეთდა ძვირადღირებული მასალით, მარმარილოთი, ხოლო ზედაპირი გრანიტის ქვით.

[2] პერეკი, ჟორჟ, “მიდგომები რის მიმართ?”, პირველად გამოქვეყნებული Cause Commune-ში, თებერვალი, 1973 წ.

[3] იხ. კაკაბაძე, დავით, “ქართული ჩუქურთმა”, ელ. ხელმისაწვდომია - დანართი 12 “გაკეთებული სურათები”.

[4] ქეთუთა ალექსი-მესხიშვილის პირველი (2020 წ.) სოლო გამოფენას სამშობლოში, გალერეა ელ ცე კვაისარში, Boiled Language ანუ “მოხარშული ენა”, სათაურს ქართული რესტორნის მენიუში აღმოჩენილი ანეკდოტური თარგმანის შემთხვევიდან იღებს.

[5] ორივე თვალის სწრაფი, ერთდროული მოძრაობა ფიქსაციის ორ ან მეტ ფაზას შორის ერთი მიმართულებით.






Tbilis Public Art fund © 2023 all rights reserved.
Tbilisi Public Art Fund © 2023 ყველა უფლება დაცულია.